ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის - 17-18 დეკემბერს კასპში ჰაკათონი ჩატარდება

ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის —  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 17-18 დეკემბერს კასპის ტექნოპარკში ​ჰაკათონი გაიმართება. ჰაკათონი მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ელემენტების დანერგვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 

კომენტარის დატოვება

პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან იმ გამოწვევებს, რომელსაც შშმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და შესაძლებლობა ექნებათ, კასპის ტექნოპარკში ორი დღის განმავლობაში იმუშაონ პრობლემ(ებ)ის გადაჭრაზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები შემდეგი მიმართულებით:

  • შშმ პირთა უფლებები და გამოწვევები;
  • ტექნოლოგიური შესაძლებლობები;
  • პროდუქტის ბაზართან თავსებადობა, პოზიციონირება და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება; 
  • ბიზნეს მოდელი (Canva);

ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს მენტორები დაეხმარებიან საკუთარი იდეების განვითარებასა და დახვეწაში.

პროექტის დასასრულს მონაწილეები საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებს წარუდგენენ ჟიურის წევრებს, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი/გუნდები.

— ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 5000 ლარი

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

  • აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს 15 წელს ზემოთ;
  • ინჟინერიით, პროგრამირებითა და დიზაინით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს 15 წელს ზემოთ;

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 6 ადამიანია.

  • რეგისტრაცია სრულდება 15 დეკემბერს, 23:59 საათზე.
  • ფორმატი: ფიზიკური
  • ადგილმდებარეობა: კასპის ტექნოპარკი (კასპი, აღმაშენებლის ქუჩა)
  • თარიღი: 17-18 დეკემბერი

პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ფაბლაბ ტექნოპარკის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით. ღონისძიების პარტნიორია ინოვაციური განათლების ფონდი და Smart Digital. 

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.