ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Signify — ციფრული ხელმოწერების პირველი პლატფორმა საქართველოში

Signify არის ციფრული კონტრაქტინგის პირველი პლატფორმა საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს გაციფრულებისთვის საჭირო ყველა სერვისსა და კომპონენტს ერთ სივრცეში სთავაზობს, რაც გულისხმობს — დოკუმენტის მომზადებას, გაგზავნას, ხელმოწერას, დოკუმენტის ერთ სივრცეში შენახვასა და მართვას. 

კომენტარის დატოვება

როგორც კოპმანიის მმართველი პარტნიორი, ზვიად წოწკოლაური dev.ge-სთან ამბობს, Signify-ში სჯერათ, რომ ხელშეკრულებების, დოკუმენტებისა და ხელმოწერების მომავალი არის ციფრული. 

Signify-ს შექმნა პარტნიორებმა 2020 წლის დეკემბერში გადაწყვიტეს, როცა პანდემიის პირობებში დოკუმენტების ფურცელზე ხელმოწერა და მართვა კომპანიებისთვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემად გადაიქცა. 

ზვიად წოწკოლაური
«მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე 10 წელზე მეტია არსებობს საკანონმდებლო საფუძველი იმისთვის, რომ იურიდიული გარიგებები ელექტრონულად მოხდეს, კომპანიების უმეტესობა ამას მაინც ფურცლებზე აკეთებდა. იმ მომენტში დავიჯერეთ, რომ ქვეყანაში ფურცლომანიის დამარცხებისთვის საჭირო იყო მარტივი პროდუქტის შექმნა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. დაწყებიდან 3 თვეში გავუშვით პირველადი MVP პროდუქტი. გაშვებიდან 1 თვეში კი უკვე დავრწმუნდით, რომ სწორ საქმეს ვაკეთებდით და სწორ დროს»

როგორც ზვიადი dev.ge-სთან საუბრისას ამბობს, ამ ეტაპზე Signify-ს მთავარი გამოწვევა არის მომხმარებლის ქცევის შეცვლა. 

«პირველივე დღიდან ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, ერთი მხრივ, პროდუქტის განვითარებაზე და მასშტაბირებაზე, ხოლო მეორე მხრივ, ზოგადად ციფრული დოკუმენტბრუნვის და ზოგადად ელექტრონული ხელმოწერების ცნობადობის გაზრდისკენ», — ამბობს წოწკოლაური.

უკვე 2 წელი ხდება რაც Signify ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მას თითქმის ყველა ინდუსტრიაში იყენებენ. კლიენტებს შორის არიან: ბანკები, სამშენებლო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, რითეილერები, საგანმანათლებლო თუ ტურისტული ორგანიზაციები. როგორც ზვიადი ამბობს, დღევანდელი მონაცემებით, უკვე 300 ათასამდე უნიკალურმა ადამიანმა ერთხელ მაინც ისარგებლა პროდუქტით და გამოსცადა ელექტრონული ხელმოწერა.

«ვართ პატარა, მაგრამ ეფექტური გუნდი. ახლა Signify-ს გამოცდილებას ქმნის 13 ადამიანი. მთავარი, რაც ჩვენს გუნდს გამოარჩევს, არის რწმენა, რომ რაღაც ღირებულს ვაკეთებთ როგორც ადამიანებისთვის, ისე, ბიზნესებისთვის, ქვეყნისთვის და ზოგადად გარემოსთვის».

ზვიადი ამბობს, რომ მომდევნო ერთი წელი მთავარი ამოცანა იქნება ქართულ ბაზარზე განაგრძონ ზრდა და ამასთან, პროდუქტი რეგიონის მასშტაბით გაიტანონ. 

«დოკუმენტის სრული სასიცოცხლო ციკლი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ხელმოწერა. ჩვენი მიზანია, რომ ხელმოწერის გარდა, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ, ერთი მხრივ, იურიდიული დოკუმენტების მომზადებისა და, მეორე მხრივ, ამ დოკუმენტების შენახვისა და მართვის პროცესი».

ასევე წაიკითხეთ
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
Discord ChatGPT-ზე მომუშავე ჩატბოტისა და სხვა AI ფუნქციების გამოცდას იწყებს
სოციალური მედიის პლატფორმა TikTok აპლიკაციას Mercedes-Benz-ზე ამატებს
სოციალური მედიის პლატფორმა TikTok აპლიკაციას Mercedes-Benz-ზე ამატებს
სოციალური მედიის პლატფორმა TikTok აპლიკაციას Mercedes-Benz-ზე ამატებს
supergmiri.ge — როცა სუპერგმირობას ღილაკზე თითის ერთი დაჭერა სჭირდება
supergmiri.ge — როცა სუპერგმირობას ღილაკზე თითის ერთი დაჭერა სჭირდება
supergmiri.ge — როცა სუპერგმირობას ღილაკზე თითის ერთი დაჭერა სჭირდება
წესით, ბავშვობა ცხოვრების ყველაზე ლაღი და უდარდელი პერიოდი უნდა იყოს, ასევე ეს არის დრო, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. თუმცა, სოციალური უთანასწორობის პირობებში, ყველას არ უმართლებს და ამ წლების გატარება დიდ გაჭირვებაში უწევს. სწორედ ასეთი ბავშვების დასახმარებლად, 2019 წელს მარიტა გენებაშვილმა და ლეკო შათირიშვილმა ციფრული საქველმოქმედო პლატფორმა, სუპერგმირი შექმნეს, სადაც ნებისმიერი მსურველი სუპერგმირობას ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებს.
Zoom თანამშრომლების 15%-ს შეამცირებს
Zoom თანამშრომლების 15%-ს შეამცირებს
Zoom თანამშრომლების 15%-ს შეამცირებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.