ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაახალი ამბები
20 თებერვალი 2023, 09:00
2023-02-20
მოწყობილობებიდან და "ღრუბლებიდან" მონაცემთა ამოღების პროგრამები — შსს-ის 1 მლნ-იანი ტენდერი
შსს-მ კომპიუტერული მოწყობილობებიდან ინფორმაციის ანალიზის და ღრუბლოვანი სივრცეებიდან ინფორმაციის ამოღების და ანალიზის საექსპერტო პროგრამული უზრუნველყოფისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 1 109 725 ლარია.
შსს-მ კომპიუტერული მოწყობილობებიდან ინფორმაციის ანალიზის და ღრუბლოვანი სივრცეებიდან ინფორმაციის ამოღების და ანალიზის საექსპერტო პროგრამული უზრუნველყოფისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 1 109 725 ლარია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ტარდება.
ასევე, შესყიდვების სააგენტოს თანახმად, საექსპერტო პროგრამულ-აპარატურული უზრუნველყოფის ნაკრების ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოცხადდა.
ტექნიკური დავალების შესაბამისად, მოთხოვნილია:
კომპიუტერული მოწყობილობებიდან ინფორმაციის ანალიზის საექსპერტო პროგრამული უზრუნველყოფა
სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი შესაძლებლობები:
Windows ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა: Windows მეხსიერება, Registry ინფორმაცია, Recent, ჩამოტვირთვები, ნაგვის ყუთი, USB კავშირები, Jump list, Windows 10 timeline, Shellbags, SRUM
macOS ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა: T2 ჩიპი, Fusion, დაშიფრული მოწყობილობები, APFS Snapshots, Time Machine, backups, Spotlight metadata და KnowledgeC data, Recent, ქსელური კავშირები, მომხმარებლის აქტიურობა.
iOS და Android ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა: მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მიმოწერა, Health მონაცემები, საფულის ტრანზაქციები, კალენდარი, ჩაშენებული SQLite და Plist დათვალიერების შესაძლებლობა.
berla iVe, Semantics 21, Project VIC, APOLLO და PhotoDNA მხარდაჭერა;
ძებნის და ფილტრაციის მხარდაჭერა;
ჩაშენებული AI მედიის კატეგორიზაციის მხარდაჭერა;
Veracrypt full disk შიფრაციის მხარდაჭერა;
OCR მხარდაჭერა;
მოვლენების ქრონოლოგიის მხარდაჭერა.
ღრუბლოვანი სივრცეებიდან ინფორმაციის ამოღების და ანალიზის საექსპერტო პროგრამული უზრუნველყოფა
პროგრამის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს:
ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი შემდეგი ღრუბლოვანი სივრცეებიდან: — საჯარო და პირადული დომეინები — სოციალური მედია — მიმოწერა — ფაილების სანახი — ვებ-გვერდები
საჯარო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი Facebook, Twitter და Instagram პლატფორმებიდან: — ადგილმდებარეობა — პროფილი — ფოტოები — ფაილები — სოციალური კომუნიკაცია
მონაცემების ძებნა, ფილტრაცია და სორტირება
არანაკლებ 50 ღრუბლოვანი სივრცის მხარდაჭერა.
წინადადებების მიღება 15 მარტს დაიწყება და 20 მარტს დასრულდება.