ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Samsung, Google და Qualcomm შერეული რეალობის პლატფორმის შესაქმნელად გაერთიანდნენ

Samsung უახლესი ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას სწავლობს და მის განვითარებაზე ზრუნავს. სმარტფონების მწარმოებლის თქმით, ის შერეული რეალობის მომავალ პლატფორმაზე Google-თან და Qualcomm-თან ერთად იმუშავებს.

კომენტარის დატოვება

სიახლე Samsung-ის ერთ-ერთ ღონისძიებაზე დაანონსდა. სცენაზე Qualcomm-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრიშტიანო ამონი და Google-ის ანდროიდის SVP, ჰიროში ლოკჰაიმერი გამოჩნდნენ, რათა თანამშრომლობა ერთობლივად დაედასტურებინათ.

Samsung-ს რაიმე კონკრეტული პროდუქტის დამუშავების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია და არც შერეული რეალობის მომავალი პლატფორმის გამოსვლის ვადებსა და დედლაინზე უსაუბრია.

«ეს უფრო დეკლარაციული განცხადება იქნება იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ XR ეკოსისტემის აშენებას, ვიდრე რაიმე კონკრეტურლი პროდუქტის ან სერვისის ანონსი» — განაცხადა Samsung-ის მობილური განყოფილების პრეზიდენტმა, ტიემ რომ ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

«Google ინვესტიციებს AR-სა და VR-ში დიდი ხნის განმავლობაში ანხორციელებდა და მისი ტექნოლოგიის განვითარებაზე ყოველთვის ზრუნავდა. შემდეგი თაობის გამოცდილების მიწოდება უახლეს აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას მოითხოვს. სწორედ ამიტომაა ჩვენი თანამშრომლობა Samsung-თან და Qualcomm-თან ასეთი მნიშნელოვანი.» — თქვა ლოკჰაიმერმა სცენაზე.

შერეული რეალობა ზოგადი ტერმინია, რაც ისეთი ტექნოლოგიის აღსაწერად გამოიყენება, რომელიც გაძლიერებული და ვირტუალური რეალობის მახასიათებლებს აერთიანებს. გაძლიერებული რეალობა პროგრამულ უზრუნველყოფას რეალურ სამყაროსთან აერთიანებს. ვირტუალური რეალობა კი, შედარებისთვის, 360 გრადუსიან ვირტუალურ სამყაროს მოიცავს, როგორიცაა, მაგალითად, Meta Quest 2.

ამასთან ერთად, VR ყურსასმენების ახალი ტალღაც იწყება, რაც ვირტუალურ რეალობას უფრო საინტერესოსა და დახვეწილს გახდის. Meta’s Quest 2-სა და Quest Pro ყურსასმენებს ამის გაკეთება შეუძლიათ, ისევე როგორც მომავალ — Vive XR Elite-ს. მსგავსი კონცეფციის ყურსასმენები Apple-მაც დააანონსა.

Apple, სავარაუდოდ, 2023 წელს შერეული რეალობის ყურსასმენებს გამოუშვებს, რომელიც 3000 აშშ დოლარი ეღირება. Google-მა გასულ წელს Google I/O-ზე ახალი AR სათვალე გამოუშვა, რომელიც მიზნად ენის თარგმნას ისახავს. Meta’s Quest 3 წლის ბოლომდე გამოვა.

Samsung-ის, Google-ისა და Qualcomm-ის თანამშრომლობა ახალი არ არის. ისინი ერთად სმარტფონების განვითარებაზეც მუშაობენ. Samsung თავის საფირმო Galaxy სმარტფონებს აწარმოებს, ხოლო Qualcomm პროცესორს აწვდის. Google კი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველს, Android ოპერაციულ სისტემას მართავს.

«Samsung-თან და Google-თან ჩვენი არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, XR გამოცდილება ერთობლივად წინ წავიწიოთ. საოცარი გაერთიანებაა — ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ ეს შესაძლებლობები რეალობად ვაქციოთ და სივრცითი ინტერნეტის მომავალი წარვმართოთ». — განაცხადა Qualcomm-ის წარმომადგენელმა.

Samsung-მა შერეული რეალობის ამბიციები Galaxy Book და Galaxy S23 სმარტფონების ახალ ხაზთან ერთად დააანონსა. ახალი სერია, რომელიც სტანდარტულ, Plus და Ultra ვერსიებს მოიცავს, წინასწარი შეკვეთისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

Google გეგმავს საძიებო სისტემას ჩატბოტის ფუნქციები დაუმატოს
Google გეგმავს, საძიებო სისტემას ჩატბოტის ფუნქციები დაუმატოს
თემის მიხედვით
Google გეგმავს, საძიებო სისტემას ჩატბოტის ფუნქციები დაუმატოს
ChatGPT-ის საპასუხოდ Google გამოცდის AI ჩატბოტს სახელწოდებით Apprentice Bard
ChatGPT-ის საპასუხოდ Google გამოცდის AI ჩატბოტს, სახელწოდებით Apprentice Bard
თემის მიხედვით
ChatGPT-ის საპასუხოდ Google გამოცდის AI ჩატბოტს, სახელწოდებით Apprentice Bard

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.