საქსტატი: 2023-ის III კვარტალში IT სექტორმა მშპ-ის 5.5% შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5% IT სექტორმა შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5% IT სექტორმა შეადგინა.
ზოგადად, საქსტატის თანახმად, 2023 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 248.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,7% შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის III კვარტალში 2,7%-ით განისაზღვრა.