ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საინვესტიციო ჰოლდინგმა Isari Ventures $5 მლნ სარისკო კაპიტალის ფონდი დააფუძნა

კომენტარის დატოვება
საინვესტიციო ჰოლდინგმა Isari Ventures $5 მლნ სარისკო კაპიტალის ფონდი დააფუძნა

საინვესტიციო ჰოლდინგმა Isari Ventures 5 მილიონი აშშ დოლარის სარისკო კაპიტალის ფონდი დააფუძნა.

ის ინვესტიციებს რეგიონალური და გლობალური პოტენციალის მქონე ქართულ სტარტაპებში განახორციელებს. 

ღონისძიებას 28 ოქტომბერს GITA-მ უმასპინძლა. 

ჟან ფრედერიკ პოლსენი, Isari Ventures-ის დირექტორი და საბჭოს წევრი
«ვაფუძნებთ Isari Ventures-ს, რათა უზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა ქართველ მეწარმეთა სწრაფად მზარდი ეკოსისტემისთვის, რომელიც კრეატიული მეთოდებით და აზროვნებით უკვლავდება მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებს. Isari Ventures ამ სტარტაპებს ფინანსურ და სტრატეგიულ დახმარებას გაუწევს და Isari-ის რესურსების გამოყენებით, ხელს შეუწყობს პერსპექტიული ინოვაციების განვითარებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ». 

Isari Ventures-ის დირექტორის და საბჭოს წევრის, ჟან ფრედერიკ პოლსენის განცხადებით, ყველა ინვესტიცია შეესაბამება ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილების ძიებას, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, რადიკალურად გააუმჯობესონ შესაბამისი ინდუსტრიული სექტორების ეფექტურობა გლობალური ან რეგიონალური მასშტაბით.

ინიციატივა ფოკუსირებული იქნება კრეატიულ ქართულ დამფუძნებლებზე, რომლებიც ოპერირებენ pre-product market fit ეტაპზე.

Isari Ventures- მა რამდენიმე სტარტაპში ინვესტიცია უკვე განახორციელა, მათ შორის, უახლესი ინვესტიციებია PHUBBER — ონლაინ საცალო ვაჭრობის, მდგრადობაზე ორიენტირებული პლატფორმა, OMOFOX — ციფრული სატვირთო ექსპედიტორი და KERNEL — ციფრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა SMB-თვის.



ასევე წაიკითხეთ
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
Mercedes ელექტრონული მანქანების ქარხნებში მილიარდების ინვესტიციას გეგმავს
Mercedes ელექტრონული მანქანების ქარხნებში მილიარდების ინვესტიციას გეგმავს
Mercedes ელექტრონული მანქანების ქარხნებში მილიარდების ინვესტიციას გეგმავს
Samsung სამხრეთ კორეის მეგა ჩიპების დამზადების გეგმაში ინვესტიციას განახორციელებს
Samsung სამხრეთ კორეის მეგა ჩიპების დამზადების გეგმაში ინვესტიციას განახორციელებს
Samsung სამხრეთ კორეის მეგა ჩიპების დამზადების გეგმაში ინვესტიციას განახორციელებს
EPAM 2022 წლის საქართველოს ტოპ 10 ინვესტორ კომპანიაში შევიდა
EPAM 2022 წლის საქართველოს ტოპ 10 ინვესტორ კომპანიაში შევიდა
EPAM 2022 წლის საქართველოს ტოპ 10 ინვესტორ კომპანიაში შევიდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.