ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

BBC: Google Alert-მა თურქეთის მიწისძვრის შესახებ ხალხის გაფრთხილება ვერ შეძლო

BBC Newsnight-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ Google-ის მიწისძვრის გამაფრთხილებელმა სისტემამ თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრამდე ხალხის გაფრთხილება ვერ შეძლო და მომხმარებლებამდე ვერ მიაღწია. 

კომენტარის დატოვება

Google-ის გაფრთხილების სისტემა გულისხმობს, რომ მას შეუძლია, მომხმარებლებს მიწისძვრის შესახებ შეტყობინება 1 წუთით ადრე მიაწოდოს. 

Google ამბობს, რომ პირველ დიდ მიწისძვრამდე გაფრთხილება დაახლოებით მილიონ ადამიანს გაუგზავნეს.

თუმცა, BBC ეწვია მიწისძვრის ზონის სამ ქალაქს და ასობით ადამიანს გაესაუბრა, თუმცა, ვერავინ იპოვა, ვინც გაფრთხილება მიიღო.

უფრო სწორად: მათ იპოვეს ადამიანები, რომლებმაც შეტყობინებები განმეორებითი ბიძგების წინ მიიღეს, თუმცა, არა — პირველი, ყველაზე ძლიერი მიწისძვრის დროს. 

სისტემა ნებისმიერ ტელეფონზე, რომელსაც Android სისტემის მხარდაჭერა აქვს. 

Android ტელეფონებს თურქეთის ტელეფონების დაახლოებით 80% იყენებს. 

«თუ Google გპირდებათ, რომ მოგაწვდით ისეთ სერვისებს, როგორიცაა მიწისძვრის შესახებ წინასწარ გაფრთხილება, მაშინ ეს თამასას ძალიან მაღლა წევს». — ამბობს ჩრდილო-დასავლეთის სეისმური ქსელის დირექტორი, პროფესორი ჰაროლდ ტობინი.

«მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ შეძლონ, დაიცვან ის, რაც პირდაპირ კავშირშია სიცოცხლესთან».

Google-ის წარმომადგენელი მიკა ბერმანი, ამტკიცებდა, რომ სისტემა მუშაობდა.

«დარწმუნებულნი ვართ, რომ სისტემამ სიგნალები გაგზავნა», — განუცხადა მან BBC-ს.

თუმცა, ამისი დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. 

თავდაპირველად, ადრიან დილას 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც მალევე მოჰყვა ასევე ძლიერი განმეორებითი ბიძგები. სტირიქამ ნგრევა გამოიწვია და  50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Google-ის მიწისძვრის გაფრთხილების სისტემა თურქეთში 2021 წლის ივნისში ამოქმედდა. ის სხვა ქვეყნებშიც მუშაობს .

კომპანია აცხადებს, რომ სმარტფონები შეიცავს პატარა აქსელერომეტრებს, რომლებსაც რყევის ამოცნობა შეუძლიათ.

როდესაც ბევრი ტელეფონი ერთდროულად ირხევა, Google-ს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს ეპიცენტრი და შეაფასოს მიწისძვრის სიძლიერე. 

4.5 ან მეტი მაგნიტუდის მიწისძვრის გამოვლენისას, Android სისტემას შეუძლია გაფრთხილების გაგზავნა.

მან ასევე ავტომატურად უნდა გადალახოს მომხმარებლის «do not disturb» რეჟიმი, ასე რომ, თქვენ არ გჭირდებათ მისი ჩართვა.

Google ამტკიცებს, რომ 6 თებერვალს სისტემამ წარმატებით გაუგზავნა შეტყობინება მილიონობით ადამიანს.

მიუხედავად იმისა, რომ მათ იპოვეს ადამიანების მცირე ნაწილი, რომლებმაც მიიღეს გაფრთხილება მეორე მიწისძვრის შესახებ, ვერ იპოვეს ვინმე, ვინც მიიღო გაფრთხილება პირველი, ყველაზე ძლიერი მიწისძვრის წინ.

Google-ის წარმომადგენელი Mr ბერმანი ამბობს, რომ შეიძლება მომხმარებლებმა არ მიაქციეს ამ სიგნალს ყურადღება, რადგან სხვა საქმეებით იყვნენ გატაცებული. ეს არის რეალური ახსნა, რადგან  გამაფრთხილებელი სიგნალი აშკარად გაიგზავნა.

მაგრამ ხალხი ამბობს, რომ გაფრთხილება ნამდვილად არ მიუღიათ.

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.