ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორია ციფრული მომთაბარეების ცხოვრების სტილი

ტროპიკულ კუნძულზე ჰამაკში წოლა, ცივი სასმელი ხელში და ინტერნეტი — ეს ყველაფერი სამოთხეს ჰგავს. 

კომენტარის დატოვება
როგორია ციფრული მომთაბარეების ცხოვრების სტილი

ტროპიკულ კუნძულზე ჰამაკში წოლა, ცივი სასმელი ხელში და ინტერნეტი — ეს ყველაფერი სამოთხეს ჰგავს. 

მაგრამ როგორია სინამდვილეში ციფრული მომთაბარეების ცხოვრება? და სად არის საუკეთესო ადგილები დისტანციურად სამუშაოდ?

ვინ არიან ციფრული მომთაბარეები?

ციფრული მომთაბარეები (Digital Nomads) არიან ადამიანები, რომლებიც თავისუფლად მოგზაურობენ დისტანციურად მუშაობის დროს ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენებით.

ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, აქვთ მინიმალური მატერიალური საკუთრება და დისტანციურად მუშაობენ დროებით საცხოვრებელში, სასტუმროებში, კაფეებში, საჯარო ბიბლიოთეკებში, სამუშაო სივრცეებში ან დასასვენებელ მანქანებში, იყენებენ Wi-Fi-ს და სმარტფონებს  ინტერნეტთან წვდომისთვის.

კომპანია Flatio-მ ჩაატარა გამოკითხვა სხვადასხვა ასაკის, სქესის და ეროვნების 1200 ციფრულ მომთაბარესთან, რათა გაეგო მათი მოტივაცია, იმედგაცრუება და საყვარელი საქმიანობა. 

გამოკითხულთაგან ყველაზე დიდი წილი აშშ-დან იყო (37%), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (12%) და გერმანია (5%).

ციფრული მომთაბარეების ნახევარზე მეტი 30-39 წლისაა. სქესი მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია, 55% მამაკაცი და 44% ქალი.

მაშინ, როდესაც ციფრული მომთაბარეების 43,4% მარტო მოგზაურობს, დანარჩენი ნახევარი ამჯობინებს მოგზაურობას პარტნიორებთან, ოჯახთან, სხვა მომთაბარეებთან ან მეგობრებთან ერთად.

ძირითადად სად ისვენებენ ციფრული მომთაბარეები?

გასაკვირი არ არის, რომ ციფრული მომთაბარეები ემხრობიან თბილ, შედარებით ხელმისაწვდომ ქვეყნებს.

რესპონდენტთა მეოთხედზე მეტმა (27%) პორტუგალია დაასახელა მათ ფავორიტ ადგილად.

პორტუგალია ბევრად უსწრებდა ევროპის სხვა მთავარ კანდიდატებს — ესპანეთს (8.6%),  გერმანიას (3.5%) და რუმინეთს (2.8%).

პორტუგალია აშკარად ყველა დროის ფავორიტია, მაგრამ გამოკითხულთა 14,5%-მა ხმა მისცა ესპანეთს, სადაც შემდეგ უნდათ სტუმრობა.

მეორე ადგილზე გავიდა მადეირა (13,3%).

თითქმის ნახევარმა (46%) დაუჭირა მხარი ადგილების შერჩევის შემდეგ პრინციპებს: მზიანი გარემო (15%), უსაფრთხოება (12%), WiFi-ს ხარისხი (9.4%) და კარგი ჯანდაცვა (6.1%).

რამდენს გამოიმუშავებენ ციფრული მომთაბარეები?

ციფრული მომთაბარეების ყველაზე გავრცელებული სახელფასო თანხა იყო €41,000-50,000-მდე  წელიწადში 15,7%), 

შემდეგ კი €31,000-40,000-მდე (14.5%).

გამოკითხულთა მხოლოდ 8,8%-მა გამოიმუშავა 100 ათას ევროზე მეტი.

ეს ნიშნავს, რომ რესპონდენტთა უმეტესობის შემოსავალი აჭარბებს საშუალო ეროვნულ ხელფასს იმ ქვეყნებისა, სადაც ისინი ცხოვრობენ.

გამოკითხულთა 25%-ის აზრით, ციფრული მომთაბარეობისთვის უნდა გამოიმუშავებდეთ €3000-3900-მდე თვეში.

20%-ის აზრით, უნდა გამოიმუშაბდეთ €2000-2900-მდე ევროს თვეში, რომ გერქვათ ციფრული მომთაბარე.

ხოლო გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ ციფრული მომთაბარე თვეში მინიმუმ €4000-4900-მდე ევროს უნდა გამოიმუშაბდეს.

გამოკითხული ციფრული მომთაბარეების უმრავლესობა (66%) ამბობს, რომ ისინი იხდიან გადასახადებს მშობლიურ ქვეყანაში.

მხოლოდ 19,4% იხდის გადასახადებს სხვა ქვეყანაში, ხოლო 9% საერთოდ არ იხდის გადასახადებს.

მოგზაურთა სირთულეები

ეგზოტიკურ ადგილებში ცხოვრება და ფულის გამომუშავება შეიძლება ახდენილ ოცნებას ჰგავდეს, მაგრამ ამასაც აქვს თავისი სირთულეები.

Flatio-მ დაადგინა, რომ ციფრული მომთაბარეებს საცხოვრებლის პოვნა ძალიან უჭირთ.

Airbnb არის ყველაზე პოპულარული დაჯავშნის პლატფორმა (20.8%), რასაც მოჰყვება booking.com (17.4%) და Facebook ჯგუფები (15.3%).

კერძო აპარტამენტები და სასტუმროს ნომრები ყველაზე გავრცელებული არჩევანია, რასაც მოჰყვება კერძო ოთახები და ჰოსტელები.

გამოკითხულთა მეოთხედი თვეში 501-დან 700 ევრომდე ხარჯავს ქირაში, ხოლო 20%-ზე ნაკლები ხარჯავს 301-დან 500 ევრომდე.

ციფრული მომთაბარეების ვიზები

გამოკითხულთა ხმები თითქმის თანაბრად გაიყო ვიზების საკითხზე. მხოლოდ 46% ამბობს, რომ იყენებს მათ, ხოლო 44% — არ იყენებს.

კონკრეტულად ესპანეთისა და პორტუგალიის ციფრული მომთაბარეების  60% ამბობს, რომ ვიზები კარგია.



ასევე წაიკითხეთ
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა მოგზაურობა და სამყაროს შემეცნება საკუთარი პირობებით? წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობა იქნება ისეთ მოქნილ სფეროში მუშაობა, რომელიც სიამოვნებას ყოველ წუთს განიჭებთ — აღმოაჩენთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოებს, იგრძნობთ კავშირს ბუნებასთან და გაეცნობით ახალ კულტურას.
ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა
ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა
ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა
VisaGuide-მა შეადგინა საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი ციფრული მომთაბარეებისთვის 2024 წლისთვის. ლიდერი ესპანეთია. საქართველო კი რეიტინგში 24-ე ადგილს იკავებს. 
Rakuten Viber — როგორ ურჩევნია საქართველოს მოსახლეობას ზაფხულის არდადეგების გატარება
Rakuten Viber — როგორ ურჩევნია საქართველოს მოსახლეობას ზაფხულის არდადეგების გატარება
Rakuten Viber — როგორ ურჩევნია საქართველოს მოსახლეობას ზაფხულის არდადეგების გატარება
Tech Survey 2022: საქართველოში IT სფეროში მაქსიმალური მედიანური შემოსავალი 8500 ლარია
Tech Survey 2022: საქართველოში IT სფეროში მაქსიმალური მედიანური შემოსავალი 8500 ლარია
Tech Survey 2022: საქართველოში IT სფეროში მაქსიმალური მედიანური შემოსავალი 8500 ლარია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.