სიახლეების განყოფილებაკრიპტო
3 ნოემბერი 2023, 13:00
2023-11-03
რას ნიშნავს „შიშისა და სიხარბის ინდექსი" კრიპტო ტრეიდინგში
რაც მეტ ცოდნას იძენენ ადამიანები კრიპტოს შესახებ, მით უფრო პოპულარული ხდება კრიპტოვალუტის ტრეიდინგი. მეტიც, მათ, როგორც იქნა, შეწყვიტეს კრიპტოვალუტის ვოლატილობის ნეგატიურ ფაქტორად აღქმა და პირიქით, შესაძლებლობები დაინახეს.
ბაზარზე ანალიზის უამრავი სასარგებლო ხელსაწყო არსებობს. ისინი ტრეიდერებს ღირებული აქტივების განსაზღვრაში, კოინებში ინვესტირებასა და მოგების მიღებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო «შიშისა და სიხარბის ინდექსია».
სტატიაში დეტალურად არის ახსნილი, რას ნიშნავს «შიშისა და სიხარბის ინდექსი» და როგორ დავხვეწოთ კრიპტო ვაჭრობა მისი დახმრებით.
ინდექსი რამდენიმე ცვლადის საფუძველზე გამოითვლება, მათ შორის:
საფონდო ბაზრის არასტაბილურობა;
ბაზრის იმპულსი;
ტრეიდინგ მოცულობა.
ტრეიდერებმა შეიძლება, არჩეულ ბაზარზე ინვესტორების ემოციების განსასაზღვრად სხვა ინდიკატორებიც გამოიყენონ.
«შიშისა და სიხარბის ინდექსს» 0-დან 100 მდე ნიშნული აქვს, სადაც 0 უკიდურეს შიშს ნიშნავს, ხოლო 100 — უკიდურეს სიხარბეს. 50 ქულა ასახავს ნეიტრალურ განწყობას. შიშის ან სიხარბის უკიდურესი დონე მიუთითებს ბაზრის პოტენციურ შეცვლაზე. შესაბამისად, ინდექსი ხშირად გამოიყენება, როგორც საპირისპირო ინდიკატორი.
«შიშისა და სიხარბის ინდექსი» იდეალური არ არის, რადგან მასზე ხშირად ბევრ არასაიმედო ფაქტორს აქვს გავლენა. მათგან ყველაზე ნაკლებსაიმედოებია:
სიახლეები ბაზრის შესახებ;
ეკონომიკური სტატისტიკა;
და გეოპოლიტიკურ მოვლენები.
თუმცა, ის შესაძლოა ინვესტორებისთვის სასარგებლო ხელსაწყო იყოს ბაზრის სენტიმენტის გამოსათვლელად და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.
შიშისა და სიხარბის ინდექსის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა ბაზრის საერთო სენტიმენტის გამოთვლისადმი მისი სწრაფი და მარტივი მიდგომაა. ეს განსაკუთრებით იმ ინვესტორებისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც ვერ ახერხებს, ბაზარს თვალ-ყური ყოველდღიურად, აქტიურად ადევნოს.
ამრიგად, ეს ინდექსი საშუალებას იძლევა, განსაზღვროთ, ოპტიმისტურია თუ პესიმისტური ბაზარი და მიიღოთ ლოგიკური გადაწყვეტილება რამდენიმე სხვა ხელსაწყოს გამოყენებით.
«შიშისა და სიხარბის ინდექსის» კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენება შესაძლო ბაზრის უკუქცევის პროგნოზირებისთვის შეიძლება. მაგალითად, თუ ინდექსი აჩვენებს ჭარბ სიხარბეს, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ბაზარი გადაჭარბებულადაა შეფასებული და კორექტირებას საჭიროებს. თუ ინდექსი აჩვენებს შიშის მწვავე დონეს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბაზარი საკმარისად შეფასებული არაა და მას მომგებიანობის შესაძლებლობების შემოთავაზება შეუძლია.
«შიშისა და სიხარბის ინდექსი» კრიპტოვალუტით ვაჭრობაში
შიშისა და სიხარბის ინდექსი აქტიურად გამოიყენება ბაზრის სენტიმენტის შესასწავლად კრიპტო ტრეიდინგში. ინდიკატორი განსაკუთრებით სასარგებლოა ციფრული ვალუტების არასტაბილურ და სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც ბაზრის სენტიმენტი შეიძლება სწრაფად და მოულოდნელად იცვლებოდეს.
ვირტუალური ვალუტის ტრეიდინგში, «შიშისა და სიხარბის ინდექსის» გამოსათვლელად გამოყენებული პარამეტრები ტრადიციულ ბაზრებში გამოყენებულის იდენტურია. მაგალითად, ინდექსი შეიძლება მხედველობაში იღებდეს პოპულარული კოინების, მაგალილთად, Bitcoin-ის ან Dash-ის ფასის ცვალებადობას, ტრეიდინგ მოცულობებს, სოციალური მედიის განწყობას და ინვესტორის სენტიმენტის სხვა საზომებს.
როლი, რომელსაც ახალი ამბები და სოციალური მედია ბაზრის განწყობის განსაზღვრაში თამაშობენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა «შიშისა და სიხარბის ინდექსის» კუთხით კრიპტო და ტრადიციულ საფონდო ბაზრებს შორის. კრიპტოვალუტის ბაზრებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აჟიოტაჟი და ახალი ამბები, რომლებსაც სოციალური თუ ონლაინ მედიებით ვეცნობით.
ამრიგად, კრიპტოვალუტის ტრეიდინგის ირგვლივ «შიშისა და სიხარბის ინდექსმა» შეიძლება უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს სოციალური მედიის განწყობასა და სხვა ონლაინ ინდიკატორებზე, ვიდრე ტრადიციული საფონდო ბაზრების შემთხვევაში.
როგორც წესი, ბევრ კრიპტო ინვესტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ დიდი კორპორაციები და ექსპერტები, რომლ ბიც სოციალურ ქსელებში კოინების ირგვლივ აჟიოტაჟს ქმნიან. ამიტომ, «შიშისა და სიხარბის ინდექსის» გამოთვლისას ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს.
«შიშისა და სიხარბის ინდექსი» შეიძლება კრიპტო-ტრეიდერებს ბაზრის ზოგადი განწყობის შესახებ ცოდნის მიღებასა და საკუთარი ინვესტიციების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს.
მაგალითად:
თუ ინდექსი კონკრეტული კრიპტოკოინის შემთხვევაში უკიდურეს სიხარბეზე მიუთითებს, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბაზარზე კლებას უნდა ველოდოთ. და პირიქით, თუ ინდექსი კონკრეტულ კრიპტო აქტივზე უკიდურეს შიშს აჩვენებს, ტრეიდერმა შესაძლოა სხვა ხელსაწყოები და ინდექსები გამოიყენოს, რათა ნახოს, ხომ არ არის მოსალოდნელი ახალი — ფასების ზრდის ტენდენცია.
რა შეიძლება და რა — არა «შიშისა და სიხარბის ინდექსის» გამოყენებისას
როგორც ვთქვით, «შიშისა და სიხარბის ინდექსი» არ არის ერთადერთი გადაწყვეტა, რომელიც კრიპტო-ტრეიდინგისას უნდა გამოვიყენოთ:
პირველი «არ შეიძლებაა» — არ დაეყრდნოთ მხოლოდ ამ ინდექსს.
თუმცა, დავიწყოთ იმით, თუ «რა შეიძლება», როდესაც საქმე ეხება «შიშისა და სიხარბის ინდექსის» გამოყენებას კრიპტო-ვაჭრობაში.
რა შეიძლება:
ინდექსის შეზღუდვების გათვალისწინება — «შიშისა და სიხარბის» ინდექსი იდეალური არ არის და ის ყოველთვის ზუსტად არ ასახავს ბაზრის პატერნებსა თუ ინვესტორის განწყობას.
ინდექსის გამოყენება ანალიზის სხვა სხვა მეთოდებთან ერთად — ინვესტორებმა «შიშისა და სიხარბის ინდექსი» ისეთ სხვა ტექნიკებთან ერთად უნდა გამოიყენონ, როგორიცაა ტექნიკური ანალიზი, ფუნდამენტური ანალიზი და სხვა, რათა ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ.
გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნება — «შიშისა და სიხარბის ინდექსი» შესაძლოა სასარგებლო იყოს მოკლევადიანი ტრეიდინგ გადაწყვეტილებებისას, იმისთვის, რომ განსაზღვროთ, იმსახურებს თუ არა ბაზარი ყურადღებას. თუმცა, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში გქონდეთ გრძელვადიანი პერსპექტივაც. ნებისმიერ ტრეიდამდე ინვესტორმა უნდა გადაამოწმოს თავისი საინვესტიციო მიზნები და რისკის ტოლერანტობა.
ინდექსის როგორც რამდენიმე ხელსაწყოდან ერთ-ერთის გამოყენება — ეს ინდექსი სასარგებლო ინსტრუმენტია ზოგადი ბაზრის სენტიმენტის გასაგებად, მაგრამ არ უნდა გამოვიყენოთ ბაზრის ტენდენციების ერთადერთ ინდიკატორად.
არ შეიძლება:
ფუნდამენტური ან ტექნიკური ანალიზის იგნორირება - აქტივის ან ბაზრის მიღმა საფუძვლების გაგება აუცილებელია ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად.
უკიდურეს ინდიკატორებზე (უკიდურესი შიში ან უკიდურესი სიხარბე) ზედმეტად რეაგირება — უკიდურესი ინდიკატორები შეიძლება ბაზრის პერსპექტიულ განვითარებაზე მიუთითებდეს. თუმცა, ინვესტორებმა ამ დონეებზე ზედმეტი რეაგირება არ უნდა მოახდინონ. ნაცვლად ამისა, ეს შედეგები სამომავლო კვლევის ათვლის წერტილად უნდა გამოიყენონ.
იმპულსური ვაჭრობა ინდექსზე დაფუძნებით — ხელსაწყო შესაძლოა სასარგებლო იყოს ზოგადი საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის, მაგრამ მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობით — ტრეიდერებმა ინდექსი უნდა გამოიყენონ თავიანთი ზოგადი ტრეიდინგ სტრატეგიის შესამუშავებლად.
რომ შევაჯამოთ: ინდექსი შესანიშნავი საწყისი წერტილია. თუმცა, ინფორმირებული ტრეიდინგ გადაწყვეტილებების მისაღებად, ის სხვა ტექნიკებთან ერთად უნდა იქნას გამოყენებული.
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.