ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

PISA: პროგრამისტობა 15 წლის ბავშვების მიერ ყველაზე ხშირად აღნიშნულ პროფესიებში II ადგილზეა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის, PISA-ს 2022 წლის ანგარიშის თანახმად, 15 წლის მოზარდების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ პროფესიებს შორის მეორე ადგილზე პროგრამისტობაა. 

კომენტარის დატოვება

წინა კვლევების მსგავსად, 2022-შიც პირველ ადგილზე იურისტობაა. 

პროგრამისტობა 2018 წელს დასახელებულ საქმიანობებს შორის მეოთხე ადგილზე იყო.

PISA-ს ანგარიშში წერია, რომ პროგრამისტის პროფესიის ასეთი ზრდა გამოწვეულია ბიჭების მიერ ამ პროფესიის ყველაზე ხშირად დასახელებით (15.9%).

ბიჭების შემთხვევაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა სპორტსმენობამ (10.7%), რომელიც როგორც 2015 (10.4%), ასევე 2018 (8.8%) წლებში ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესია იყო.

გოგოების შემთხვევაში, წინა წლების მსგავსად, ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესია კვლავ იურისტობაა (12.7%), თუმცა, მათ მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ 10 პროფესიაში, წინა ციკლებისგან განსხვავებით, მოხვდა პროგრამისტობაც (3%).

წინა ციკლებთან შედარებით, პროგრამირებისადმი ინტერესი 2022 წლის მონაცემებით გაზრდილია PISA-ს კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებშიც.  

ყველაზე ხშირად დასახელებული სასურველი პროფესიები გენდერის მიხედვით 👇

სად უნდა ისწავლო პროგრამირება თუ სკოლის მოსწავლე ხარ?
სად უნდა ისწავლო პროგრამირება, თუ სკოლის მოსწავლე ხარ?
თემის მიხედვით
სად უნდა ისწავლო პროგრამირება, თუ სკოლის მოსწავლე ხარ?
კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სკოლებში — რა ვიცით
კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სკოლებში — რა ვიცით
თემის მიხედვით
კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სკოლებში — რა ვიცით

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.