ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Coperni-მ პოდიუმზე Boston Dynamics-ის რობოტები გამოიყვანა

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდის სახლმა Coperni პოდიუმზე Boston Dynamics-ის 5 რობოტი გამოიყვანა, მათ შორის — რობოტი ძაღლი სფოთი. 

კომენტარის დატოვება

 — ფოტოზე რობოტი მოდელს პიჯაკს ხდის, რათა მაყურებლებმა კაბა უამისოდაც იხილონ. 

პოდიუმზე, ერთ სცენაში ადამიანი და რობოტი ერთმანეთს მიუახლოვდნენ, შემდეგ კი რობოტი ძაღლი მას პიჯაკის გახდაში დაეხმარა.

კიდევ ერთმა რობოტმა კი მოდელს ჩანთა «წამოუღო».

Coperni-ის დიზაინერებმა, სებასტიან მეიერმა და არნო ვაიონმა ჩვენების დასრულების შემდეგ თქვეს, რომ შოუ ჟან დე ლა ფონ-ფონტინის მე -17 საუკუნის ლექსის «მგელი და კრავი» თანამედროვე რეკონსტრუქცია იყო და ადამიანებისა და რობოტების თანაარსებობას ეხებოდა. 

სებასტიან მეიერი, არნო ვაიონი და სფოთი

მოდელების და რობოტების მოძრაობა სცენაზე რეჟისორმა ერიკ კრისტსონმა დადგა. 

არნო ვაიონმა ასევე განაცხადა, რომ «Boston Dynamics პირველი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ რობოტებს იარაღს არასდროს მისცემს. ასევე, პირველია, რომელმაც რობოტები უკრაინაში გაგზავნა დანაღმული ადგილების განაღმვის მიზნით». 

მან დასძინა: 

«ჩვენი გზავნილი პოზიტიურია — ადამიანებს და ტექნოლოგიებს შეუძლიათ, ერთად ჰარმონიულად იცხოვრონ. სფოთთან პირველად შეხვედრა სასიამოვნო გამოცდილება არ ყოფილა. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ რობოტები ლამაზები არიან». 

Caperni მოდას და ტექნოლოგიებს პოდიუმზე ერთმანეთთან პირველად არ აკავშირებს. გასულ სეზონზე მათ მოდელს, ბელა ჰადიდს პირდაპირ მაყურებლების თვალწინ, აეროზოლით «შეასხეს» კაბა. 

როგორც წესი, შოუს დასრულების შემდეგ დარბაზში შუქი ინთება და მაყურებლები ადგილს ტოვებენ. თუმცა, პოდიუმზე რობოტების გამოჩენის შემდეგ ასე არ მომხდარა. დიზანიერების მიერ დამშვიდობების შემდეგაც დამსწრეები რამდენიმე წუთის განმავლობაში მშვიდად და ჩუმად ისხდნენ. 

შემდეგ კი რობოტებმა ფანებთან სელფებიც გადაიღეს. 

ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში
ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში
თემის მიხედვით
ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში

dev.ge-მ ვაკანსიების სერვისი გაუშვა: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები ჩვენთან და მიიღეთ გამოხმაურებები!

ასევე წაიკითხეთ
რევოლუციური მედიცინა — დოქტორ პიერ ჯუზეპე ჯულიანოტის რობოტული ქირურგია
რევოლუციური მედიცინა — დოქტორ პიერ ჯუზეპე ჯულიანოტის რობოტული ქირურგია
რევოლუციური მედიცინა — დოქტორ პიერ ჯუზეპე ჯულიანოტის რობოტული ქირურგია
დოქტორი პიერ კრისტოფორო ჯულიანოტი UI Health-ის ზოგადი, მინიმალურად ინვაზიური და რობოტული ქირურგიის ხელმძღვანელია. ის რობოტული ქირურგიის სფეროში პიონერი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქირურგია. ჯულიანოტი იყო პირველი მსოფლიოში, ვინც რობოტული პროცედურების მნიშვნელოვანი სერია დაიწყო რთული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალოდ და რობოტის დახმარებით უამრავი ოპერაცია ჩაატარა.
10 ტექნოლოგიური საჩუქარი დედებისთვის, რომლებსაც ისინი აუცილებლად გამოიყენებენ
10 ტექნოლოგიური საჩუქარი დედებისთვის, რომლებსაც ისინი აუცილებლად გამოიყენებენ
10 ტექნოლოგიური საჩუქარი დედებისთვის, რომლებსაც ისინი აუცილებლად გამოიყენებენ
დედების წარმოუდგენელი შრომა და სიყვარული, ცხადია, ლოგიკურ პასუხსა და დაფასებას მოითხოვს. ისინი ჩვენთვის იმდენს აკეთებენ, რომ აუცილებლად იმსახურებენ საჩუქრებს, რომლებიც მათ ცხოვრებას, გახალისებასთან ერთად, გაამარტივებს კიდეც. 3 მარტი დედის დღეა —  ეს თქვენთვის იდეალური შესაძლებლობაა, მათ პოზიტიურ განწყობაზე იზრუნოთ. გთავაზობთ 10 საუკეთესო და სასარგებლო გაჯეტსა თუ მოწყობილობას, რომელსაც მშობელი აუცილებლად გამოიყენებს.
Phubber — მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა
Phubber — მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა
Phubber — მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა
ყოველწლიურად დედამიწაზე 100 მილიარდი ერთეული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარი იწარმოება — დაახლოებით 10-12 ერთეული ერთი ადამიანისთვის. ისინი ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, ბავშვების შრომისა და გარემოს დაბინძურების ხარჯზე იქმნება. 100 მილიარდი ერთეულის 85% იმავე წელს ნაგავსაყრელზე ხვდება. გაყიდული სამოსის 80% ჩვენს გარდერობშია გამოკეტილი ისე, რომ წლის განმავლობაში, შეიძლება, მხოლოდ ერთხელ ჩავიცვათ. Phubber მოდის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმაა. ის მომხმარებლებს მოუწოდებს, ნაცვლად სწრაფი მოდის ბრენდების გამოყენებისა, რომლებიც გარემოს საფრთხეს უქმნიან, სამოსი სხვა მომხმარებლებისგან შეიძინონ — გაცვალონ ის მარაგები, რომლებიც მათ გარდერობებში მოიპოვება.
ექსპერტების თქმით, 2033 წლისთვის რობოტები საყოფაცხოვრებო საქმეების 39%-ს შეასრულებენ
ექსპერტების თქმით, 2033 წლისთვის რობოტები საყოფაცხოვრებო საქმეების 39%-ს შეასრულებენ
ექსპერტების თქმით, 2033 წლისთვის რობოტები საყოფაცხოვრებო საქმეების 39%-ს შეასრულებენ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.