ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

FTX-ის ყოფილ CEO-ს, სემ ბანკმენ-ფრიდს ოთხი ახალი ბრალდება წარუდგინეს

დაშლილი და გაკოტრებული კრიპტო ბირჟის, FTX-ის ყოფილ ხელმძღვანელს, სემ ბანკმენ-ფრიდს სისხლის სამართლის ოთხი ახალი ბრალდება წარუდგინეს. მას უკანონო პოლიტიკური შემოწირულებების გაღებასა და საბანკო თაღლითობაში შეთქმულებაში ადანაშაულებენ.

კომენტარის დატოვება

სასამართლომ სემ ბანკმენ-ფრიდი კლიენტებისა და ინვესტორების მოტყუების ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

FTX-მა სასამართლოში გაკოტრების შესახებ განცხადება გასულ წელს შეიტანა, რის გამოც ბევრმა მომხმარებელმა თანხის გატანა ვერ შეძლო.

ბანკმენ-ფრიდს ამ დროისთვის სისხლის სამართლის 12 ბრალდება აქვს წარდგენილი. მისმა სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

პროკურორებმა ბანკმენ-ფრიდი FTX-ის ორ ყოფილ აღმასრულებელთან შეთქმულებაში დაადანაშაულეს, რომლის მიხედვითაც, ისინი აშშ-ის პოლიტიკოსებზე გავლენას ახდენდნენ და მათ მილიონიანი შემოწირულებებით კომპანიისთვის სასარგებლო კანონების მიღებისკენ უბიძგებდნენ.

პროკურორების მტკიცებით, შემოწირულებები, სავარაუდოდ, კორპორაციული სახსრებით კეთდებოდა, რაც ბანკმენ-ფრიდს საშუალებას აძლევდა, შენატანების ლიმიტებისთვის თავი აერიდებინა.

ისინი ამბობენ, რომ ბენკმენ-ფრიდმა ერთ-ერთ აღმასრულებელს მოსთხოვა, ფული როგორც მემარცხენე კანდიდატებისთვის, ასევე რესპუბლიკელებისთვისაც გადაერიცხა. ბევრი შემოწირულობა Alameda Research-ისა და FTX კლიენტების ფონდების მიერ ფინანსდებოდა.

FTX-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დეკემბერში, 250 მილიონი აშშ დოლარის (208 მილიონი ფუნტი) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 100 წელზე მეტი პატიმრობა ემუქრება.

მოსამართლე ლუის კაპლანმა სასამართლო განხილვის თარიღად 2 ოქტომბერი დაასახელა.

სემ ბანკმენ-ფრიდი წარსულში დიდი პოპულარობითა და გავლენით სარგებლობდა. მას გულშემატკივრების ლეგიონიც ჰყავდა, ცნობილი, როგორც SBF. ისინი მილიარდერს ქველმოქმედებისთვისა და გაჭირვებული ფირმების დახმარებისთვის გმირად და «კრიპტოს მეფედ» მიიჩნევდნენ.

მისი კომპანიის ჩამოშლამ კრიპტო ინდუსტრია დაარღვია — გამოიწვია სხვა კომპანიების გაკოტრების პროცესის დაწყება და კრიპტო ვალუტის ფასების შემცირება.

FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
თემის მიხედვით
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს

ასევე წაიკითხეთ
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
ნიკოლოზ მურესიძე ეკო აქტივისტი და კრიპტო ენთუზიასტია, უფრო ზუსტად — ბიტკოინ მაქსიმალისტი. მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა პრობლემურია, ბიტკოინი კი მას ცვლის და აუმჯობესებს. ნიკოლოზმა dev.ge-სთან ვრცლად ისაუბრა ფულზე, მის ციფრულ მომავალზე, არსებულ პრობლემებსა და ხედვებზე. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.