ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან

მწერლები, მათ შორის ჯონ გრიშემი და «სამეფო კარის თამაშების» ავტორი ჯორჯ მარტინი OpenAI-ს ChatGPT ტექნოლოგიის გამო უჩივიან.

კომენტარის დატოვება
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან

მწერლები, მათ შორის ჯონ გრიშემი და «სამეფო კარის თამაშების» ავტორი ჯორჯ მარტინი OpenAI-ს ChatGPT ტექნოლოგიის გამო უჩივიან.

აშშ-ის ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის საოლქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, 1976 წლის საავტორო უფლებების შესახებ კანონის მიხედვით, OpenAI-მ მხატვრული ნაწარმოებების რეგისტრირებული საავტორო უფლებები დაარღვია.

ხელოვნური ინტელექტის შესახებ კონკრეტული კანონები ჯერ არ არსებობს, რაც ართულებს პასუხების გაცემას კითხვებზე იმის შესახებ, აქვთ თუ არა AI კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად ნაწარმოებების გამოყენების უფლება. 

ავტორებმა განაცხადეს, რომ OpenAI მათ ნამუშევრებს ნებართვის ან განხილვის გარეშე იყენებს, შედეგად, საავტორო უფლებებით დაცული ტექსტები ალგორითმებში ხვდება და მომხმარებლებს მათი გამოყენება შეუძლიათ. ავტორები დაკარგული სალიცენზიო თანხების ანაზღაურებას ითხოვენ. 

«მწერლებსა და ავტორების უფლებებს პატივს ვცემთ და გვჯერა, რომ მათ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით უნდა ისარგებლონ». — განაცხადა OpenAI-ის სპიკერმა. — «ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს შემოქმედებთან მთელ მსოფლიოში, მათ შორის მწერალთა გილდიასთან და ერთობლივად ვმუშაობთ, რათა გავიგოთ და განვიხილეთ მათი შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას და ურთიერთსასარგებლო გზების პოვნას, რათა ადამიანებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაში დავეხმაროთ». — ნათქვამია განცხადებაში. 



ასევე წაიკითხეთ
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
მოულოდნელად, სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
მოულოდნელად, სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
მოულოდნელად, სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
ილონ მასკი დიდ ბრიტანეთში AI სამიტს დაესწრება
ილონ მასკი დიდ ბრიტანეთში AI სამიტს დაესწრება
ილონ მასკი დიდ ბრიტანეთში AI სამიტს დაესწრება
OpenAI DALL-E 3-ს ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის
OpenAI DALL-E 3-ს ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის
OpenAI DALL-E 3-ს ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.