ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

IT სპეციალისტებს, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, შესაძლოა დისტანციურად მუშაობა აუკრძალონ

IT სპეციალისტებს, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, შესაძლოა დისტანციურად მუშაობა აუკრძალონ. რუსეთის მმართველმა პარტიამ «ერთიანი რუსეთი» შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის გარეთ მცხოვრებ რუსებს ზოგიერთ სპეციალობაში დისტანციურად მუშაობას ურძალავს. 

კომენტარის დატოვება

რუსული გამოცემა მედუზა წერს, რომ შეზღუდვები გავრცელდება მათზე, ვინც არ არის რუსეთის ფედერაციის საგადასახადო რეზიდენტი, ანუ წელიწადში 183 ან მეტ დღეს ატარებს ქვეყნის გარეთ.

ასეთი სპეციალობების ჩამონათვალს, სავარაუდოდ, მთავრობა განსაზღვრავს.

თუმცა, ადამიანები, რომლებსაც შეზღუდვა, უდიდესი ალბათობით, შეეხებათ, არიან ბანკის თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ წვდომა კორპორატიულ მეილზე, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლებას «არ სურს, ეს ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი თაღლითების ხელში აღმოჩნდეს».

შეზღუდვები ასევე შეეხება ადამიანებს, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლგიების და სატრანსპორტო სფეროში მუშაობენ. 

რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტრომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამან «შეიძლება გამოიწვიოს ციფრული პლატფორმების განვითარების შენელება». ამავდროულად, დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობას.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის, რუსეთისვე ინფორმაციით, 100 ათასმა IT სპეციალისტმა. მათი ნაწილი საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. 

ასევე წაიკითხეთ
ჩიპების ომი — ჩინეთმა Micron-ის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები აკრძალა

19 ივნისს თბილისში IT Summer Camp დაიწყება

როგორ ეხმარება “ტექგოგო” ქვემო ქართლში ქალებს ციფრული პროფესიების დაუფლებაში

მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდება, რომელიც TikTok-ს პერსონალურ მოწყობილობებზე აკრძალავს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.