ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბრიტანელი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ირანელი და რუსი ჰაკერების სამიზნეები გახდნენ

კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC) კონკრეტული ჯგუფებისა და პირებისგან ინფორმაციის მოპარვის მცდელობებზე ახალი გაფრთხილება გამოაქვეყნა.

NCSC-ის თქმით, ჰაკერების მსხვერპლნი ძირითადად ისინი არიან, ვინც რუსეთსა და ირანზე კვლევას ატარებენ. ბრიტანეთში სამიზნე პირების რაოდენობა მცირეა. ჰაკერულ ჯგუფებს მათი ქმედებების გამო «დაუნდობლებს» უწოდებენ.

კომენტარის დატოვება

ჰაკერები ხშირად თავს რეალურ კონტაქტებად ასაღებენ, Zoom-ის შეხვედრების ყალბ მოსაწვევებს აგზავნიან, რომლებიც მავნე კოდს შეიცავს. ლინკზე გადასვლის შემთხვევაში ჰაკერს წვდომა ექნება პერსონალურ ინფორმაციაზე.

NCSC-ის ოპერაციების დირექტორის, პოლ ჩიჩესტერის თქმით, რუსეთსა და ირანში დაფუძნებული ეს ჯგუფები აგრძელებენ საკუთარი მიზნების დაუნდობლად განხორციელებას. NCSC ორგანიზაციებსა და ინდივიდებს მტკიცედ მოუწოდებს, პოტენციურ თავდასხმებს ყურადღება მიაქციონ და რჩევები გაითვალისწინონ, რაც ციფრული უსაფრთხოების დაცვაში დადაეხმარებათ.

ბრიტანეთი რუსეთსა და ირანს ოფიციალურად არ ადანაშაულებს, თუმცა, ორი ჰაკერული ჯგუფი, რომელთა შესახებაც საზოგადოებას აფრთხილებენ სწორედ, ამ ქვეყნებიდანაა.

რუსული ჯგუფი, რომელიც ცნობილია, როგორც SEABORGIUM ან Cold River, დაკავშირებულია MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სერ რიჩარდ დირლოვის ელფოსტის გაჟონვასა და აშშ-ის ბირთვული ლაბორატორიების მიზანში ამოღებასთან.

Google-მა თქვა, რომ მათ ასევე მიზანში ჰყავთ აშშ-ის ანალიტიკური ცენტრები, უკრაინაში დაფუძნებული თავდაცვის კონტრაქტორი და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის სამხედროები.

ირანული ჯგუფი, რომელიც ცნობილია, როგორც TA453 ან Charming Kitten, დაკავშირებულია ქვეყნის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან. მას ბრალი ედება აშშ-ს პოლიტიკოსებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებაში.

ირანული და რუსული ჰაკერული ჯგუფები შეთანხმებულად არ მოქმედებენ. თუმცა, გაცემულია ერთობლივი გაფრთხილება, რადგან მათ მსგავსი მიზნები და ტექნიკები აქვთ.

როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება - სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება — სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან
თემის მიხედვით
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება — სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან

ასევე წაიკითხეთ
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ილონ მასკს აქებს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ილონ მასკს აქებს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ილონ მასკს აქებს
Financial Times: თურქეთში, რუსი ჰაკერების გამო, კიბერდანაშაულების რიცხვი გაიზარდა
Financial Times: თურქეთში, რუსი ჰაკერების გამო, კიბერდანაშაულების რიცხვი გაიზარდა
Financial Times: თურქეთში, რუსი ჰაკერების გამო, კიბერდანაშაულების რიცხვი გაიზარდა
ილონ მასკი ადასტურებს, რომ უკრაინას სტარლინკი ​რუსეთზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა 
ილონ მასკი ადასტურებს, რომ უკრაინას სტარლინკი ​რუსეთზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა 
ილონ მასკი ადასტურებს, რომ უკრაინას სტარლინკი ​რუსეთზე კონტრშეტევის დროს გაუთიშა 
Meta: ჩინური ტროლ-ქარხნები ყალბი ამბების გავრცელების მეთოდებს რუსეთისგან სწავლობენ
Meta: ჩინური ტროლ-ქარხნები ყალბი ამბების გავრცელების მეთოდებს რუსეთისგან სწავლობენ
Meta: ჩინური ტროლ-ქარხნები ყალბი ამბების გავრცელების მეთოდებს რუსეთისგან სწავლობენ
ჩინური ტროლ-ქარხნები უკრაინისა და დასავლეთის შესახებ რუსულის მსგავს პროპაგანდისტულ ნარატივებს ავრცელებენ. ეს Meta-ს ანგარიშში წერია. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.