სიახლეების განყოფილებაგანათლება
9 დეკემბერი 2022, 15:55
2022-12-09
ილიაუნი GITA-სთან ერთად საქართველოს 9 ქალაქში ICT კურსებზე მიღებას იწყებს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრი GITA-ს მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში — 9 ქალაქში ICT კურსებზე მიღებას იწყებს. კურსები უფასოა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრი GITA-ს მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში — 9 ქალაქში ICT კურსებზე მიღებას იწყებს. კურსები უფასოა.
15 დეკემბრიდან შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების დაუფლება:
გრაფიკული დიზაინი
ციფრული მარკეტინგი
Front-end Development
კურსების გავლა შეეძლება ნებისმიერ მსურველს 13 წლის ასაკს ზემოთ, ვინც ცხოვრობს:
რუსთავში;
გურჯაანში;
ახმეტაში;
კასპში;
ბათუმში;
ოზურგეთში;
წალენჯიხაში;
ქუთაისში;
ამბროლაურში.
კურსებს გაუძღვებიან დარგის გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც დაგეხმარებიან შეისწავლოთ ვებპროგრამირების საწყისები Front end (HTML, CSS, გრაფიკული დიზაინის პროგრამებთან მუშაობის ტექნიკები, ციფრული მარკეტინგისთვის საჭირო ტექნიკები.
ტრენინგები გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ონლაინ ისე ფიზიკურ სივრცეში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონალური ცენტრების ბაზებზე.
ტრენინგების დასრულების შემდგომ თითოეული კურსის მონაწილე იმუშავებს ფინალურ პროექტზე. საბოლოოდ კი წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდებიან სეტიფიკატებით.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კურსების გავლა შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის 13 წელს ზემოთ, ვინც ცხოვრობს საქართველოს შემდეგ რეგიონებში: რუსთავი, გურჯაანი, ახმეტა, კასპი, ბათუმი, ოზურგეთი, წალენჯიხა, ქუთაისი, ამბროლაური.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2022 წლის 14 დეკემბრისა.
გრაფიკული დიზაინის კურსზე მიღება ცხადდება ამ ქალაქებში 👇
გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე — უნივერსიტეტების პასუხები
საქართველოში ტექნოლოგიური, კომპიუტერული განათლების დაუფლების რამდენიმე გზა არსებობს. სასწავლო ცენტრებთან ერთად, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად მომრავლდა, შესაბამის ფაკულტეტს რამდენიმე უნივერსიტეტიც გვთავაზობს. ამ პროფესიის დაუფლების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
Calen AI - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი
სამყაროში, რომელშიც ითვლება, რომ დრო ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ადამიანებს სხვადასხვა კომპანიებისგან მომსახურების დეტალებზე პასუხის მისაღებად ლოდინი საშუალოდ 15 საათი უწევთ.
სწორედ ამ პრობლების აღმოსაფხვრელად შექმნა Calen AI-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციას უფრო სწრაფსა და ხარისხიანს ხდის.