ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაახალი ამბები
14 დეკემბერი 2022, 17:23
2022-12-14
Hallo პასუხობს მათ შესახებ მობილური ვირტუალური ოპერატორების ComCom-ისთვის მიმართვას
8 დეკემბერს მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაციამ (MVNO) კომუნიკაციების კომისიას მიმართა, ძალაში დატოვოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილურ ოპერატორებს დაეკისრათ ვირტუალური ოპერატორის საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულება.
ასოციაციის წევრები არიან შპს ჯიენსი, შპს ინექსფონი და შპს მაიფონი.
მათი განცხადებით, ამ მოთხოვნის მიზეზი შემდეგია:
სამივე კომპანიას ბოლო 3 წლის განმავლობაში როგორც საჯარო, ისე კერძო მიმართვებში არაერთხელ აქვთ გაცხადებული მზაობა და სურვილი, მოიპოვონ მობილურ ქსელზე ვირტუალური ოპერატორების დაშვება. ხოლო, დაპირებების მიუხედავად, ამ დრომდე ეს არ მომხდარა.
თუმცა, MVNO-ს წევრების თქმით, სილქნეტმა ხელშეკრულება გააფორმა შპს ეკლეკტიკთან, რომლის თანახმადაც, 2022 წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე «ჰალოს» სახელით პირველმა ქართულმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა დაიწყო საქმიანობა და მას ახლა 80 აბონენტი ყავს.
ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მათთვის მოულოდნელი იყო.
ამასთან, მათი თქმით:
კომპანიები მიუთითებენ, რომ ამ მათ ამ ეჭვს და კითხვის ნიშნებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს.
მათივე შეფასებით:
ასოციაცია აცხადებს, რომ ქსელის მფლობელი მობილური ოპერატორების მიერ არასათანადო რეაგირება და წინააღმდეგობრივი განწყობა იწვევს პროცესის სტაგნაციასა და გაურკვევლობას, რაც მათ პრობლემებს უქმნის როგორც პროცესის დაწყებაში, ასევე პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებითაც.
საპასუხოდ დღეს, 14 დეკემბერს, ჰალომ თქვა, რომ მათ უკვე 1500 მომხმარებელი ჰყავთ და არა 80, როგორც ამას ასოციაციის წევრები ამბობენ.
ასევე, ჰალოს თქმით, კომპანიას აქვს გრძელვადიანი კომერციული გეგმა, რომელიც გულისხმობს მიზნობრივი ბაზრის 5%-ის ათვისებას უახლოეს წლებში, რისთვისაც უკვე გადადგა რიგი ნაბიჯები.
ასევე, კომპანიის განცხადებით, ჰალოს დაწყებული აქვს მარკეტინგული კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მათ სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე — მობილურ ინტერნეტზე საინტერესო შეთავზებებს.