ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

GITA ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო «ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის» ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს. 

კომენტარის დატოვება
GITA ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო «ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის» ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს. 

GITA-ს განცხადებით, «ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის» მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს.

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები/ინოვაციები.

ეფასებისთვის მიიღება მხოლოდ ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე.

შეფასებისთვის მიღებული პროექტებს დეტალურად კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან. 

დეტალური შესწავლა გულისხმობს პროექტების დეტალურ შეფასებას ტექნოლოგიური მზაობის, ბიზნეს მზაობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით.

ამავდროულად, დეტალური შესწავლის ეტაპზე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასდება და განისაზღვრება პროექტების კომერციალიზაციის პოტენციალი.

დეტალური შესწავლის შედეგად კომერციალიზაციისთვის შერჩეულ პროექტებზე ინდივიდუალურად შედგება კომერციალიზაციის გეგმები და ამ გეგმების შესაბამისად, განხორციელდება შესაბამისი ტექნოლოგიის/ინოვაციის დახვეწისა და განვითარებისთვის განკუთვნილი აქტივობები;

აგრეთვე, წარიმართება მოლაპარაკების პროცესი შესაბამის პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებთან.

«ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში» მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ფიზიკურმა, აგრეთვე, იურიდიულმა პირებმა (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულმა უნივერსიტეტებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა და/ან მეცნიერებმა).

«ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში» მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტი: პროექტის მოკლე აღწერა/Snapshot Form.

დოკუმენტის ნახვა

ეს დოკუმენტი შეიცავს განაცხადის ფორმას როგორც ქართულ, აგრეთვე, ინგლისურ ენაზე.

GITA გთხოვთ, შეავსოთ ორივე ენაზე და შევსებული სახით წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა.

«პროექტის მოკლე აღწერა“/“Snapshot Form» ორივე ენაზე შევსებული სახით უნდა გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]



ასევე წაიკითხეთ
OpenAI საკუთარი პროდუქტების განვითარებისთვის მკვლევრებს ეძებს
OpenAI საკუთარი პროდუქტების განვითარებისთვის მკვლევრებს ეძებს
OpenAI საკუთარი პროდუქტების განვითარებისთვის მკვლევრებს ეძებს
ქვიზი — კარგად იცნობთ ქართულ სტარტაპებს?
ქვიზი — კარგად იცნობთ ქართულ სტარტაპებს?
ქვიზი — კარგად იცნობთ ქართულ სტარტაპებს?
ჯანსაღი სტარტაპ ეკოსისტემა გადამწყვეტია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის. სტარტაპი ახალი, ინოვაციური იდეებსა და უახლეს ტექნოლოგიებს დაფუძნებული ბიზნესია და ამა თუ იმ კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული. 
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.