ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Gita საქართველოს ბანკთან ერთად ტექნოპარკში სასწავლო პროექტს, CodeIT-ის იწყებს

CodeIT საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან პარტნიორობითა და თანამშრომლობით ტექნოპარკში ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

პროექტის  განმავლობაში  2 სასწავლო მოდული უკვე ჩატარდა, ახლა კი მესამე მოდული იწყება, სადაც თითოეულ ლოკაციაზე 15-მდე მონაწილე შეირჩევა, ჯამში მაქსიმუმ 120 წევრი, რომლებიც ტრენინგს  ტექნოპარკებში კომპიუტერებით აღჭურვილი სივრცეებიდან  ერთდროულად ჩაერთვებიან.

ტრენინგის  განსხვავებული, ჰიბრიდული ფორმატი მონაწილეებს სატრენინგო სივრცეში ადგილობრივ ჯგუფთან ცოცხალი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ისინი ასევე ტრენერსა და ტრენინგის  დანარჩენ მონაწილეებს დისტანციურად დაუკავშირდებიან.

სასწავლო სილაბუსი:

  • Next.js (React Framework)  სილაბუსი
  • შესავალი ინფორმაცია Next.js-ის შესახებ, სამუშაო გარემოს მომზადება
  • Next.js პროექტის შექმნა, სტრუქტურისა და ფაილების განხილვ
  • React-ის საწყისები: კომპონენტების შექმნა/დარენდერება, JSX და
  • კომპონენტის სტრუქტურა, მოდულები
  • Project — შექმნა და გამოქვეყნება

აპლიკანტებმა სარეგისტრაციო ფორმა 30 ოქტორბრის 18:00 საათამდე უნდა შეავსონ. სარეგისტრაციო პერიოდის დასრულებისთანავე, 30 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადარჩეულ მონაწილეებს ელექტრონულ ფოსტებზე მიუვათ შესასრულებელი დავალების ბმული, რომლისთვისაც მათ 24 საათი ექნებათ.

1-ლ ნოემბერს შერჩეულ მონაწილეებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე, რომელიც ჩატარდება 2-3 ნოემბერს, დეტალებთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე. 

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ მეორე მოდულის წარმატებულ კურსდამთავრებულებს.

პროექტის დასრულების შემდგომ, ყველა იმ მონაწილეს, რომელიც CodeIT-ის სალექციო პროცესის 70%-ზე მეტს დაესწრება და ჩააბარებს საბოლოო გამოცდას, გადაეცემათ სერტიფიკატები.

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე.

ასევე წაიკითხეთ
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო. თუ ხარ 13-დან 18 წლამდე გოგო საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და გაინტერესებს ტექნოლოგიები, მაშინ პროექტი შენთვისაა.
1 კომენტარი
Coursera-ზე ახალი მომხმარებლებისთვის ისევ აქციაა — იყიდეთ გამოწერა 1 აშშ დოლარად 
Coursera-ზე ახალი მომხმარებლებისთვის ისევ აქციაა — იყიდეთ გამოწერა 1 აშშ დოლარად 
Coursera-ზე ახალი მომხმარებლებისთვის ისევ აქციაა — იყიდეთ გამოწერა 1 აშშ დოლარად 
Coursera-ს ახალი მომხმარებლებისთვის მორიგი აქცია აქვს — 24 ნოემბრამდე Coursera Plus-ის გამოწერა $1-ად არის შესაძლებელი. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.