ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

GITA-მ ქვემო ქართლისა და კახეთისთვის 25 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებისთვის რეგიონალური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა. 

კომენტარის დატოვება

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება — ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. 

ქვემო ქართლსა და კახეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 9 ოქტომბრიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. 

შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად გაივლიან გადამზადების სპეციალურ კურსს, რომელიც მოიცავს:

  • ბაზრის კვლევას;
  • ბაზარზე გასვლის სტრატეგიას;
  • მასშტაბირებასლ
  • ე.წ. «ფიჩინგს».

საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე  www.grants.gov.ge

Do IT in Georgia — GITA-მ IT განათლების პროექტი წარადგინა
Do IT in Georgia — GITA-მ IT განათლების პროექტი წარადგინა
თემის მიხედვით
Do IT in Georgia — GITA-მ IT განათლების პროექტი წარადგინა

ასევე წაიკითხეთ
კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0-ს  უმასპინძლებს
კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0-ს  უმასპინძლებს
კასპის ტექნოპარკი სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს ConstrucThon 2.0-ს  უმასპინძლებს
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
რა არის SmartSense — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ირინა ბენიასთან
ინდუსტრიული ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა მის ტექნიკურ გამართულობაზეა დამოკიდებული. დიდი უპირატესობაა, როდესაც მოსალოდნელი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაქვს. სწორედ მიზნით შეიქმნა ქართული სტარტაპი SmartSense, რომელიც ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს და ხარვეზის წინასწარი პრევენციის მიზნით შესაბამის აპლიკაციას იყენებს.
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული 20 სტარტაპი დაასახელა — ნახეთ სია
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოავლინა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.