ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნინი ვანიშვილიახალი ამბები
14 მარტი 2023, 15:28
2023-03-14
GITA — 17 მარტს თბილისსა და ბათუმში Web3 ჰაკათონი ჩატარდება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო BNB Chain-თან და Symbios-თან თანამშრომლობით ეროვნულ ჰაკათონს უმასპინძლებს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დეველოპერებს, ითანამშრომლონ და შექმნან ინოვაციური დეცენტრალიზირებული აპლიკაციები.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო BNB Chain-თან და Symbios-თან თანამშრომლობით ეროვნულ ჰაკათონს უმასპინძლებს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დეველოპერებს, ითანამშრომლონ და შექმნან ინოვაციური დეცენტრალიზირებული აპლიკაციები.
Web3 Hackathon 2023 წლის 17 მარტს ბათუმსა და თბილისში ერთდორულად დაიწყება და სამი დღე გაგრძელდება.
— ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.
ბათუმის ჰაკათონის თანაორგანიზატორია საქართველოს ფინტექ ასოციაცია.
GITA აცხადებს, რომ ღონისძიების მიზანი ათასობით დეველოპერის მოზიდვაა.
«ეს მათ შესაძლებლობას აძლევს კონტაქტი დაამყარონ BNB Chain-ის დეველოპერთა საზოგადოებასთან და გამოსცადონ მათი Web3 უნარები პრაქტიკულ გარემოში».- ნათქვამია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს პრესრელიზიში.
ჰაკათონის ფარგლებში წამყვანი დეველოპერები გამართავენ ვორქშოფებსა და სემინარებს, სადაც განიხილება WEB3-სა და BNB Chain-ში მუშაობის საფუძვლები, ჰაკათონის თემები და გამარჯვების კრიტერიუმები.
2022 წელს, ბაზრის ვარდნის მიუხედავად, BNB Chain-ის დეცნტრალიზირებულმა აპლიკაციებმა მიიპყრო მილიონზე მეტი უნიკალური WEB3 საფულის ყურადღება.
გარდა ამისა, ქსელმა გადააჭარბა Ethereum-ს 230 მილიონზე მეტი უნიკალური მისამართით, გახდა უფრო დეცენტრალიზებული და ღია წყარო, ვიდრე ოდესმე.
ღონისძიება დასრულდება 19 მარტს გამარჯვებულის გამოცხადებითა და «ნეთვორქინგით», სადაც მონაწილეებს შეეძლებათ კავშირი დაამყარონ ინდუსტრიის ექსპერტებთან და პოტენციურ პარტნიორებთან.
დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
პირველი ადგილი მიიღებს 1500 აშშ დოლარს, ხოლო მეორე და მესამე 1000$-ს.
გარდა ამისა, გამარჯვებულები მიიღებენ BNB Chain swag-ს და უწყვეტ წვდომას BNB Chain-ის დეველოპერულ პროგრამებზე.
საქართველოს ხედვა და გეგმები ტექნოლოგიური განვითარების კუთხით
ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივა, მიზნები და გეგმები ჩვენს თანამედროვეობაში ფართოდ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობას და მის მდებარეობას მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე. dev.ge შეეცადა, გაერკვია, რა ეტაპზეა საქართველო, როგორი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და როგორია გეგმები და მოლოდინები.