Galt&Taggart: 2024-ის I კვარტალში თბილისსა და ბათუმში Airbnb-ის ჯავშნები შემცირდა
Galt&Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისსა და ბათუმში განთავსებაზე მოთხოვნა შემცირდა.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისსა და ბათუმში განთავსებაზე მოთხოვნა შემცირდა.
კერძოდ, პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლიურად 3,1%-ით შემცირდა და 120.7 ათასი შეადგინა.
მკვეთრი — 30,2%-იანი ვარდნაა ბათუმში — აქ პირველ კვარტალში 42.9 ათასი ჯავშანი განთავსდა.
მოთხოვნასთან ერთად შემცირდა ფასებიც: ერთი ღამით Airbnb-ზე განთავსებული ნომრის ქირაობა თბილისში საშუალოდ $54 ღირს, რაც ნიშნავს, რომ ფასი წლიურად 6%-ით არის შემცირებული. ხოლო ბათუმში ერთი ღამით ფართის დაქირავების ფასი $37-ია — ეს წლიური 14%-იანი კლებაა.
Airbnb 2008 წელს დაარსებული ამერიკული პლატფორმაა, რომელიც მომხმრებლებს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ნომრების გაქირავება-დაქირავებაში ეხმარება. მას საინვესტიციო უძრავი ქონების მფლობელები საქართველოშიც აქტიურად იყენებენ.