ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
29 ნოემბერი 2022, 10:01
2022-11-29
ჩინური ჰაკერული ჯგუფის მიერ გამოყენებული 42 000 “სატყუარა” ფიშინგის უზარმაზარ კამპანიაში
ჩინურმა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილია სახელით Fangxiao, გამოიყენა 42 000 «თვითმარქვია» დომენი თაღლითური ონლაინ შეტევებისთვის, სავარაუდოდ, ფინანსური მოგების მიზნით.
ჩინურმა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ცნობილია სახელით Fangxiao, გამოიყენა 42 000 «თვითმარქვია» დომენი თაღლითური ონლაინ შეტევებისთვის, სავარაუდოდ, ფინანსური მოგების მიზნით.
მათ მიერ შექმნილი ყალბი დომენებით ხდება მომხმარებლების გადამისამართება სხვადასხვა აპლიკაციაზე, საჩუქრებისა და გაცნობის საიტებზე.
კიბერუსაფრთხოების ბრიტანულმა კომპანია Cyjax-მა ამ კამპანიაში გამოყენებული 42 000 ყალბი დომენი აღმოაჩინა.
კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ბლოგ პოსტში კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა, ემილი დენისონმა და ალანა ვიტენმა თაღლითობას დახვეწილი უწოდეს — ფიშინგის ამ სქემას აქვს შესაძლებლობა, «მრავალმხრივ გამოიყენოს საერთაშორისო, სანდო ბრენდების რეპუტაცია, მათ შორის საცალო ვაჭრობის, საბანკო, მოგზაურობის, ფარმაცევტული პროდუქტების და მოგზაურობის კუთხით».
ფიშინგის, ანუ ონლაინ თაღლითობის ეს სქემა WhatsApp-ზე სანდო ბრენდების გაყალბებული შეტყობინებების გაგაზვნით იწყება. მაგალითად, ონლაინ თაღლითობის მსხვერპლებმა შეტყობინებები მიიღეს, მათ შორის, ვითომდა Emirates-იდან, Coca-Cola-დან, McDonald’s-იდან და Unileve-დან. მთლიანობაში, 400-ზე მეტი დიდი კომპანიის იმიტაცია ხდება.
მიღებულ ლინკზე გადასვლის შემთხვევაში თაღლითები მომხმარებლებს სთხოვენ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებას და მისი დასრულების შემდეგ პრიზს ჰპირდებიან, რისთვისაც მავნე აპლიკაცია Triada-ს გადმოტვირთვაა საჭირო. სწორედ ამ აპლიკაციით ხდება მომხმარებლების «ინფიცირება».
ასევე, თაღლითები მომხმარებლებს მოუწოდებენ, გაავრცელონ მათ მიერ მიღებული ლინკები და სანაცვლოდ ფინანსურ ან სხვა ტიპის წახალისებას მიიღებენ.
ფიშინგ საიტების უმრავლესობა რეგისტრირებულია .top დომენით, დანარჩენი კი ძირითადად — .cn, .cyou, .xyz, .tech და .work. დომენებითაა რეგისტრირებული.
ონლაინ თავდამსხმელი დაცულია CloudFlare-ით. Cyjax მიუთითებს, რომ Fangxiao თავის ინფრასტრუქტურას ძირითადად სწორედ ამერიკული კომპანიის, CloudFlare-ის გამოყენებით იცავს. «თვითმარქვია» დომენები კი GoDaddy-ზე, Namecheap-სა და Wix-ზე შეიქმნა. Cyjax წერს, რომ არ იცის, რა შეიძლება იყოს ამ მდგომარეობიდან ეფექტური გამოსავალი.
Cyjax ვარაუდობს, რომ ფიშინგის ამმიზანი ფულადი მოგებაა. ონლაინ თაღლითებს შეუძლიათ, მოიპარონ და სათავისოდ გამოიყენონ, მათ შორის, თქვენი საბანკო ანგარიშების მონაცემები.
რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ონლაინ თაღლითებს, წაიკითხეთ dev.g-ს სტატიაში.