ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple-ის თანამშრომლები ამბობენ, რომ პალესტინის მხარდაჭერის გამო დასაჯეს

Apple-ის 300-მა მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომელმა ერთობლივი ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი პალესტინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვის გამო «დასაჯეს ან უსამართლოდ გაათავისუფლეს». ინფორმაცია თავდაპირველად WIRED-მა გამოაქვეყნა. 

კომენტარის დატოვება

ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს Apples4Ceasefire-ს უწოდებს, ჩიკაგოში, ლინკოლნ პარკში, Apple-ის საცალო მაღაზიის წინ საპროტესტო აქციას გეგმავს.

მათი მტკიცებით, Apple-მა უსამართლოდ გაათავისუფლა ერთ-ერთი პალესტინელი თანამშრომელი ტანსაცმლისა და აქსესუარების ტარების გამო, რომლითაც ის თავისი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. 

Apple-ის ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობაც ანონომურია, ამბობს, რომ Apple-ის მენეჯმენტმა მას არაბული თავსაბურავის, კეფიეს ტარება აუკრძალა. 

Apples4Ceasefire-ის წერილი, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს, ტიმ კუკსა და სხვა აღმასრულებლებს მოუწოდებს, ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულ ადამიანებს პატივი სცენ და ამ თემაზე ღიად ისაუბრონ.

 WIRED-ის თანახმად, ტიმ კუკმა Apple-ის ორ თანამშრომელს ელექტონული წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰამასზე თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ მან დაღუპულთა მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

ისრაელის მთავრობის შეფასებით, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 1200 ადამიანი დაიღუპა. გაეროს ინფორმაციით, რომელიც ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, ისრაელის თავდასხმებს კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 32 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

ტექნიკური ექსპერტი Apple-ის საცალო მაღაზიიდან, ტარიკ რაუფი, რომელიც Apples4Ceasefire-ს კამპანიის ორგანიზებაში დაეხმარა, ამბობს, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომელებმაც წერილს ხელი მოაწერეს, Apple-ის საცალო ვაჭრობის თანამშრომლები არიან.

ამასთან, რამდენიმე ათეული ხელმომწერი კორპორატიულ ნაწილში მუშაობს, როგორიცაა, მაგალითად, პროდუქტის მართვა ან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება. დაახლოებით 55 ხელმომწერი თავს უკვე ყოფილ თანამშრომლად თვლის. თანამშრომლები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან არიან, მათ შორის ჩიკაგო; პეტერბურგი; ლონდონი და კალიფორნია.

«Apple ამბობს, რომ მათ სურთ, სამყარო უკეთეს ადგილად აქციონ. ეს ის იშვიათი შესაძლებლობაა, როცა ამის გაკეთება რეალურად შეგვიძლია». — ამბობს ტარიკ რაუფი. 

Apple ერთადერთი ტექნოლოგიური გიგანტი არ არის, სადაც თანამშრომლები აღმასრულებლებისგან პალესტინელების მიმართ უფრო მეტ მხარდაჭერას მოითხოვენ.

4 მარტს Google-ის 600-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც  ნიუ-იორკში საკუთარი კომპანიის მიერ ისრაელის ტექნიკური კონფერენციის დაფინანსება გააპროტესტა. 

ისრაელის დაზვერვის პროგრამამ ღაზაში მოქალაქეები არასწორად დაასახელა „ჰამასის წევრებად
ისრაელის დაზვერვის პროგრამამ ღაზაში მოქალაქეები არასწორად დაასახელა «ჰამასის» წევრებად
თემის მიხედვით
ისრაელის დაზვერვის პროგრამამ ღაზაში მოქალაქეები არასწორად დაასახელა «ჰამასის» წევრებად

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.