ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაბლოგი
15 იანვარი 2024, 09:00
2024-01-15
Android დეველოპმენტის ტრენდები 2024 წლისთვის
ავტორი: ალექსანდრ ხიჯუნი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
მე ვარ ალექსანდრ ხიჯუნი, კომპანია Yalantis-ში ანდროიდ დეველოპმენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვმუშაობ. 10 წელზე მეტია, პროგრამირებით ვარ დაკავებული. ჩემი ექსპერტიზა მოიცავს ინდუსტრიების ფართო სპექტრს, როგორებიცაა ფინანსები, ავიაცია, განათლება, ელექტრონული კომერცია, გართობა, ჯანდაცვა და სათამაშო ინდუსტრია, მათ შორის მუშაობა სხვადასხვა პროგრამირების ენასთან, არქიტექტურულ კონცეფციებთან, დეველოპერობის ინსტრუმენტებთან, ტესტირებასა და AI&ML-თან.
სტატიაში გაგიზიარებთ ჩემს ცოდნასა და ხედვას, თუ რა მიმართულებით განვითარდება Android-ის დეველოპმენტი 2024 წელს.
Android დეველოპმენტი არის სფერო, რომელიც მუდმივად გარდაიქმნება და მრავალ შესაძლებლობას იძლევა ინოვაციებისა და საინტერესო აპლიკაციების შესაქმნელად.
ჩემი აზრით, 2024 წელს Android დეველოპმენტი მნიშვნელოვნად განვითარდება. განვიხილოთ ტენდენციები, რომლებიც 2024 წელს გველოდება, და მათი გავლენა ბაზარზე.
ხელოვნური ინტელექტი
მობილურ აპლიკაციებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არა მხოლოდ ტრენდი, არამედ სტრატეგიული აუცილებლობა ხდება. ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გაუმჯობესებას განიცდის წინა წლებთან შედარებით:
იზრდება შესაგროვებელი და დასამუშავებელი მონაცემების რაოდენობა, რისი წყალობითაც მანქანური სწავლების სისტემებს უფრო სწრაფად სწავლა შეუძლიათ.
ალგორითმებისა და მოდელების შემუშავება უფრო ეფექტური და ზუსტი პროგნოზული გადაწყვეტილებების შექმნას ხდის შესაძლებელს.
გამოთვლითი შესაძლებლობების უწყვეტი განვითარება შესაძლებელს ხდის, უფრო კომპლექსური გამოთვლები მარტივად და სწრაფად შესრულდეს.
ადრე ხელოვნური ინტელექტი უშუალოდ პროგნოზირებისა და რეკომენდაციების ძირითად ფუნქციებში გამოიყენებოდა. ახლა ამოცანების ფართო სპექტრში მის გამოყენებას ვადევნებთ თვალს: ვიზუალური ამოცნობა, მეტყველების ავტომატიზაცია, პერსონალიზებული ანალიტიკა და შერეული რეალობა.
IDC-ის მონაცემების თანახმად, მსოფლიო დანახარჯები ხელოვნურ ინტელექტზე, მათ შორის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, აპარატურასა და AI-ზე ორიენტირებული სისტემების სერვისებზე 2026 წელს $300 მილიარდს გადააჭარბებს. ეს ზრდა განპირობებულია კომპანიების სურვილით, მომხმარებლებისთვის პერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ, გააუმჯობესონ პროდუქტიულობა და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაცია.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკმაოდ კარგი მაგალითია TikTok აპლიკაცია. მისი სიმარტივისა და კრეატიულობის შთაგონების უნარის გამო ამ პლატფორმის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა. აპლიკაცია ცნობილია ვიდეოების ფართო სპექტრის გამო: კომედიური სცენებითა და ცეკვებით დაწყებული, სასარგებლო რჩევებითა და საგანმანათლებლო კონტენტით დამთავრებული.
TikTok-მა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებში და იქცა პლატფორმად, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გააზიარონ თავიანთი კრეატიულობა, კულტურული და გეოგრაფიული საზღვრების მიუხედავად. ასეთმა ღიაობამ მრავალი ტრენდის შექმნა და მომხმარებლებში თვითგამოხატვის ახალი ფორმები გამოიწვია.
TikTok, ისევე, როგორც მრავალი თანამედროვე აპლიკაცია, კონტენტის გენერირებისთვის AI-ს იყენებს. თუმცა, ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, TikTok-ში AI-ის გამოყენება მონაცემების უზარმაზარი ნაკადის ანალიზისა და დამუშავების რთულ პროცესში აისახება, რაც მოიცავს არა მხოლოდ მომხმარებლის ინტერაქციას მოწონებების, კომენტარებისა და რეპოსტების სახით, არამედ მათ საერთო აქტივობას, როგორიცაა, მაგალითად, ნახვები და კონტენტზე დახარჯული დრო.
ეს ანალიტიკა თითოეული მომხმარებლის უნიკალურ პროფილს ქმნის, მის პრეფერენციებსა და კონტენტთან ურთიერთქმედების საფუძველზე, რაც რეკომენდაციებს პერსონალიზებულს ხდის. TikTok-ის სისტემას აქვს შესაძლებლობა, გააანალიზოს არა მხოლოდ მომხმარებლის ურთიერთქმედების აშკარა სიგნალები, არამედ ისიც, რაც ყოველთვის არ არის აშკარა. მაგალითად, ნახვის სახით შინაარსზე რეაგირება შემდგომი მოქმედების გარეშე. ეს შესაძლებელს ხდის მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით უფრო ზუსტი რეკომენდაციები შეიქმნას, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინების იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ისინი უშუალოდ არ ურთიერთქმედებენ.
TikTok-ში ხელოვნური ინტერნეტის გამოყენება არამხოლოდ აუმჯობესებს მომხმარებლების გამოცდილებას, არამედ მომხმარებლის ლოიალობისა და პლატფორმაზე აქტივობის გაზრდისთვის ძირითადი ფაქტორია. ეს კომპანიას საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ მოიზიდოს ახალი მომხმარებლები, არამედ შეინარჩუნოს არსებულებიც, უფრო ინდივიდუალური და მიმზიდველი შინაარსის რეკომენდაციების შექმნით.
ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორიც TikTok-ია, კონკურენტებისთვის არა მხოლოდ კარგი მაგალითები არიან, არამედ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში ტრენდსეტერები არიან, რაც მობილურ აპლიკაციებში მრავალი ინოვაციის ფუნდამენტად აქცევს. როგორც ჩანს, არ არსებობს ბაზრის სეგმენტი, სადაც ხელოვნური ინტელექტი თავის ადგილს ვერ იპოვის.
ხელოვნური ინტელექტის ფართო გამოყენებასთან ერთად ჩნდება საინტერესო ტენდენცია — ინფორმაციის ძიების ჩვეულებრივი მეთოდის «სიკვდილი». ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინოვაციებმა შეიძლება შეცვალოს მიდგომები ცოდნის მიღებისა, კონტენტის შექმნისა და სხვა. მაგალითად, ამჟამად შეინიშნება ტრადიციული საძიებო სისტემების გამოყენების შემცირების ტენდენცია იმის გამო, რომ ადამიანთა დიდმა რაოდენობამ ChatGPT-ის გამოყენება დაიწყო. დროთა განმავლობაში ეს პროცენტი მხოლოდ გაიზრდება.
Internet of Things
IoT-ის გამოყენება მობილურ აპლიკაციებში მუდმივად ფართოვდება და ეს რამდენიმე ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება:
ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობებისა და სენსორების რაოდენობის ზრდა IoT-ის ეკოსისტემის გავრცელებას უზრუნველყოფს.
მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესი, რაც პროდუქტიულობის გაზრდას, მოწყობილობების მინიატურიზაციასა და მათი ღირებულების შემცირებას იწვევს.
დეველოპერებისა და მომხმარებლების დიდი რაოდენობისთვის ეს IoT გადაწყვეტილებებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
IoT Analytics-ის თანახმად, 2024 წელს დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა 34.6 მილიარდამდე მნიშვნელოვნად გაიზრდება. პროგნოზირებენ, რომ მობილურ აპლიკაციებში IoT-ის გამოყენება უფრო ფართო და მრავალფეროვანი იქნება, მათ შორისაა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მართვა, ჯანმრთელობის მონიტორინგი, სამრეწველო პროცესის ავტომატიზაცია და სხვა.
მობილურ აპლიკაციებში IoT-ის გამოყენების საინტერესო მაგალითია — ჯანდაცვისა და ფიტნესის სფეროები. ზოგიერთი აპლიკაცია თანამშრომლობს ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობებთან, მაგალითად ფიტნეს-ტრეკერთან, სენსორებთან ან სამედიცინო ტექნიკასათან. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გააკონტროლონ ჯანმრთელობა, გაზომონ მონაცემები, რომლებიც შემდეგ ავტომატურად სინქრონიზდება მობილურ აპლიკაციაში ანალიზისა და ვიზუალიზაციისთვის, ან თუნდაც ეგზავნება ექიმს.
ასეთ აპებს შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლიათ, მომხმარებლებს ვარჯიშის ან ჯანსაღი კვების შესახებ პერსონალიზებული რეკომენდაციები მიაწოდონ, რაც მათ ძალიან პოპულარულს აქცევს იმათ შორის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებას ცდილობს.
მობილური აპლიკაციების სამყაროში IoT-ის განვითარებასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიები და სტანდარტები, ინტეგრაციის გასამარტივებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, წინა პლანზე გადმოდის. ერთ-ერთი მიმართულებაა — IoT მოწყობილობებსა და მობილურ აპლიკაციებს შორის უფრო ეფექტური ინტერფეისის შემუშავება. ისეთი სტანდარტები, როგორებიცაა MQTT (Message Queuing Telemetry Transport) და CoAP (Constrained Application Protocol) რესურსების მოხმარების შემცირების საშუალებას იძლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოწყობილობებისთვის.
ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების მნიშვნელოვანი ზრდა ხელს უწყობს მობილური აპლიკაციების მრავალი ახალი შესაძლებლობის გაჩენას. მონაცემების დაშიფვრა, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში აღდგენის სისტემა მობილური აპლიკაციებისთვის, რომლებიც IoT-ს იყენებენ, სავალდებულო ხდება. უსაფრთხოებაში ინვესტიცია, ახალ სტანდარტებთან ადაპტაცია და ოპტიმალური საკომუნიკაციო პროტოკოლების გამოყენება მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია მომავალში მობილური აპლიკაციების წარმატებული შექმნისთვის.
Kotlin Multiplatform
Kotlin Multiplatform-ის (KMP)-ის მზარდი პოპულარობა Android-ის განვითარებაში მნიშვნელოვანია მისი ევოლუციისა და შესაძლებლობების გაფართოების კონტექსტში. წინა წლებისგან განსხვავებით, KMP თავისი უპირატესობებით უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.
ბოლო ერთ წელში KMP-თან მუშაობისადმი დეველოპერების ინტერესი გაიზარდა. JetBrains-მა გადადგა ნაბიჯი წინ სტაბილური გამოშვებების, შესრულების გაუმჯობესებისა და ბიბლიოთეკის გაფართოებული მხარდაჭერის სახით. ამან ის უფრო მიმზიდველი გახადა დეველოპერებისთვის, რომლებიც ფუნქციონალის გაფართოების გზებსა და დეველოპერობის დროის შემცირების ხერხებს ეძებენ.
2024 წლის პროგნოზებით, KMP-ის მიმართ ინტერესისა და მისი გამოყენების შემდგომი ზრდა არის მოსალოდნელი. ცნობილია, რომ ის განაგრძობს განვითარებას, რაც უზრუნველყოფს Android-სა და iOS-ს შორის კოდების გამოყენების მეტ შესაძლებლობებს.
საერთო კონტექსტისთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მიდგომა Android-სა და iOS-ს შორის საერთო ფუნქციების პროექტებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს.
მაგალითად, მონაცემთა მართვის აპლიკაციები, სადაც დეველოპერები Kotlin Multiplatform-ს პლატფორმებს შორის მონაცემთა მოდელებისა და ბიზნეს-ლოგიკის საერთო მოხმარებისთვის იყენებენ. პლატფორმებს შორის პროგრამული უზრუნველყოფის გარკვეული ასპექტების გაერთიანებით, ეს დეველოპმენტის დროის საგრძნობლად შემცირებისა და რესურსების შენახვის საშუალებას იძლევა.
სუპერ აპი
2024 წელს Android დეველოპმენტში Super Apps-ის ტრენდი ასახავს პოპულარობისა და მოთხოვნის სწრაფ ზრდას აპლიკაციებზე, რომელიც მრავალი მომხმარებლის საჭიროების ცენტრალური ფიგურა ხდება. ეს ერთი ფუნქციის მქონე ტრადიციულ აპლიკაციებს გარდაქმნის უფრო უნივერსალურ და მრავალფუნქციურ პლატფორმად.
წინა წლებთან შედარებით, 2024 წელს SuperApp კონცეფციის მიმართ ინტერესის ზრდა შეინიშნება. მომხმარებლები უფრო მომთხოვნები ხდებიან და ეძებენ აპლიკაციებს, რომლებიც არა მხოლოდ ერთ, არამედ მრავალ სხვადასხვა სერვისს უზრუნველყოფენ.
აპლიკაციები, რომლებსაც ერთ სივრცეში რამდენიმე აპლიკაციის ფუნქციონალის გაერთიანება შეუძლიათ, პოპულარობას მოიპოვებენ მომხმარებლებს შორის მათი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებით.
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ Super Apps წარმოადგენს WeChat, მაგრამ WeChat-სგან განსხვავებით არსებობს სხვა პლატფორმები, როგორებიცაა Grab (პოპულარული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში) და Gojek (ნაწილობრივ ინდონეზიაში).
ორივე აპლიკაცია სხვადასხვა სერვისს აერთიანებს, საკვების შეკვეთითა და ტრანსპორტით დაწყებული, ფინანსური მომსახურებითა და ონლაინ-შოპინგით დამთავრებული. ყველასთვის ნაცნობ Instagram-საც შეგვიძლია Super App ვუწოდოთ — მესენჯერი, ვიდეოზარები, პროდუქტების ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობა, ფოტოჰოსთინგი, სხვადასხვა ხანგრძლივობის ყურება და ა.შ.
თუმცა, ასეთმა აპლიკაციებმა თითქმის ყველაფერი იციან ჩვენს შესახებ და თითქმის ყველა ჩვენს მონაცემს ფლობენ, რაც მათ შეუცვლელს ხდის ჩვენთვის, მაგრამ არის თუ არა ეს კარგი — ყველამ თვითონ უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვას.
მარტივი დიზაინი
Android-ის მობილური აპლიკაციების რთულმა დიზაინმა შეიძლება არამხოლოდ გააუარესოს მომხმარებლის გამოცდილება, ზედმეტი სირთულისა და ინტერფეისის გადატვირთულობის გამო, არამედ უარყოფითი გამოხმაურებებიც გამოიწვიოს. ასეთი მიდგომა მომხმარებელს აიძულებს უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დახარჯონ ნავიგაციაზე, რაც ჩახლართული დიზაინისა და არასაჭირო დაწკაპუნებების გამო მიზნის მიღწევას ართულებს.
ჩემი აზრით, Material You შესანიშნავი მაგალითია იმისა, არამხოლოდ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე დიზაინი, არამედ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს. მას საფუძვლად უდევს გრაფიკული ელემენტების სიმარტივე და ინტუიციურობა, რომლებიც ამავე დროს შეიძლება მძლავრ ფუნქციონალს ერწყმოდეს.
მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის სიმარტივე და ინტუიციური დიზაინი, რაც მის გამოყენებას უფრო სასიამოვნოს ხდის. Material You ინდივიდუალიზაციისა და პერსონალიზაციის ახალ დონეს ქმნის მომხმარებლებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, მისი პოპულარობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რაც შეეხება ტრენდებსა და დიზაინებს მობილურ აპლიკაციებში, ადრე აქცენტი მრავალფუნქციურ და დატვირთულ აპლიკაციებზე კეთდებოდა, რომელთაც თითოეულ ეკრანზე ელემენტების დიდი რაოდენობა აქვთ. თუმცა ახლა, პოპულარობას იძენს «სუფთა» და მინიმალისტური დიზაინი როგორიც აქვს Material You-ს. ეს ამარტივებს აპლიკაციებთან ურთიერთქმედებას, ამცირებს არასაჭირო დეტალებს და მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველ და გასაგებ გარემოს ქმნის.
მომავლის პროგნოზების თანახმად, გამარტივებული ინტერაქციულობისა და ინდივიდუალური პერსონალიზაციის შესაძლებლობის გამო 2024 წელს Material You თავის პოპულარობას შეინარჩუნებს.
დასკვნა
საკმაოდ საინტერესო და ტექნოლოგიურად დატვირთული 2024 წელი გველოდება, წინ ბევრი განსხვავებული და ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი რამ გველოდება. ამ ტენდენციებისთვის თვალის დევნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია დელოპერებისთვის, რადგანაც ეს ხსნის გზას შეიქმნას მაღალხარისხიანი და ინოვაციური აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებლების მოთხოვნილებებს პასუხობენ. თითი გეჭიროთ ინოვაციების პულსზე — ესაა გასაღები მობილური აპლიკაციების შექმნისა, რომლებიც მსოფლიოს შექმნიან. დაიწყეთ ტრენდების შესწავლა დღეს, რათა ხვალ Android-დეველოპმენტში ლიდერი გახდეთ.
ავტორი: ევგენია ბონდარი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
ციფრული გადაწყვეტილებები მომხმარებლებისთვის უფრო ადვილი, სწრაფი და უსაფრთხო ხდება. ასეთი ცვლილებები დეველოპერებისგან გარკვეულ ინსტრუმენტებსა და ფრეიმვორკებს მოითხოვს. ამიტომ ამ სტატიაში iOS დეველოპერობის ძირითად ტრენდებს გაცნობთ, რომლებიც უკვე შეინიშნება მსოფლიოში და მომავალი წლის განმავლობაში აქტუალური იქნება.
EPAM-ს საქართველოში 126 ახალი ვაკანსია აქვს — გაეცანით
სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია EPAM-ს საქართველოში 126 ახალი ვაკანსია აქვს.
EPAM, რომელიც საქართველოში 2020 წელს შემოვიდა, 30-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ყავს. EPAM პარტნიორებს სთავაზობს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის სერვისს, ასევე კონსულტაციას.
გაეცანით ვაკანსიებს 👇
ბლოგის ავტორი: ვოლოდიმირ შაიტანი. მასალა თავდაპირველად dev.ua-ზე გამოქვეყნდა.
ყველას მოგესალმებით, მე მქვია ვოლოდიმირ შაიტანი. ამ მასალის შექმნის მომენტში ფინტექ კომპანია Zoot-ში Technical Lead პოზიცია მეკავა და ზურგს დეველოპერობის დაახლოებით რვაწლიანი გამოცდილება მიმაგრებს.
ჩემს საზოგადოებაში გამოკითხვის შედეგად დავინახე, რომ ადამიანებს აინტერესებთ დეველოპერობის Junior და Middle საფეხურებს შორის სხვაობა.
ამიტომაც, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი გზა გაიარა IT-ში Junior-დან Tech Lead-მდე, ასევე როგორც სპეციალისტს რომელიც ბევრ გასაუბრებას ატარებდა, მსურს ეს თემა უფრო გავშალო.
ყველა მაგალითი დაფუძნებული იქნება Frontend დეველოპმენტზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დეველოპერისთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება და საკუთარი თავისთვისაც გამოიყენებს.