ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

18 სექტემბერს iOS 17 გამოვა — ნახეთ, რა სიახლეები ელოდებათ iPhone-ის მომხმარებლებს

Apple-მა  iOS 17-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა — iPhone-ების ახალი სისტემური განახლების გადმოტვირთვა 18 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. 

კომენტარის დატოვება

iOS-ის ახალი ვერსიით, iPhone-ის მომხმარებლები რამდენიმე ახალი ფუნქციით ისარგებლებენ. 

მაგალითად, შეძლებენ, iPhone-ის სხვა მომხმარებელთან დარეკვის დროს, ზართან ერთად, ადრესატს ტექსტებიც გაუგზავნონ და მაგალითად, დარეკვის მიზეზი წინასწარ შეატყობინონ. 

ფუნქცია იმუშავებს FaceTime-ზეც. 

ახალი ფუნქციაა Check In — ის Message-ებს ემატება და კონტაქტებს შეატყობინებს, მიხვედით თუ არა დანიშნულების ადგილამდე. 

Check In თქვენთვის სასურველ ადამიანს ასევე ინფორმაციას თქვენი ტელეფონის ელემენტის შესახებ. 

ფართოვდება AirDrop-ის შესაძლებლობები —  iOS 17-ზე მისი სახელი იქნება NameDrop. ორი აიფონის ან ჭკვიანი საათის ერთმანეთთან დაახლოებით შეგეძლებათ კონტაქტების ან სხვა კონტენტის გაზიარება 

Apple-მა ასევე დააანონსა ახალი აპლიკაცია — Journal. აპლიკაცია მანქანურ სწავლებას იყენებს, რათა დღიურში შესაყვანი მონაცემები, ინფორმაცია გიკარნახოთ. შეგიძლიათ, დააყენოთ შეხსენება და აპი გეტყვით, რომ ახლა წერის დროა. 

iOS 17-ზე დახურული ტელეფონის ეკრანის ჭკვიან ეკრანად გადაქცევას შეძლებთ. 

iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან
iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან
თემის მიხედვით
iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან

ასევე წაიკითხეთ
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან
iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან
iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან
Apple-ის ყოველწლიური ღონისძიება შედგა — კომპანიამ ახალი პროდუქტები წარადგინა. 
ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 
ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 
ქვიზი — რა იცით Apple-ის შესახებ? 
12 სექტემბერს Apple ყოველწლიურ ღონისძიებას გამართავს და ახალ პროდუქტებს წარადგენს. მათ შორის, ახალ აიფონს — iPhone 15-ს. უფრო ზუსტად, iPhone 15-ის ოთხ ვარიანტს. კომპანია ასევე განაახლებს Apple Watch-ს. არსებობს მცირე შანსი, რომ ვიხილოთ ახალი iPad-ები და AirPods-ები. ივენთი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება და სავარაუდოდ Apple-ის ვებსაიტზე და YouTube-ზე გადაიცემა.   სანამ ღონისძიება გაიმართება, გააკეთეთ ეს ქვიზი და გაიგეთ, რა იცით Apple-ის, ამ უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის შესახებ 👇
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.