ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ცნობილი meme ძაღლი, რომელიც dogecoin-ის ინსპირაციაც გახდა, 12 წლის ასაკში მოკვდა

შიბა ინუს ჯიშის ძაღლი Balltze, მეორე სახელით ჩიმსი 12 წლის ასაკში, ოპერაციის დროს მოკვდა. ის ლეიკემიას ებრძოდა. 

კომენტარის დატოვება
ცნობილი meme ძაღლი, რომელიც dogecoin-ის ინსპირაციაც გახდა, 12 წლის ასაკში მოკვდა

შიბა ინუს ჯიშის ძაღლი Balltze, მეორე სახელით ჩიმსი 12 წლის ასაკში, ოპერაციის დროს მოკვდა. ის ლეიკემიას ებრძოდა. 

ძაღლის ფოტო ინტერნეტში ვირუსულად 2010-იანი წლების დასაწყისში გავრცელდა. მისმა უხერხულმა გამომეტყველებამ მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. 

ჩიმსის სიკვდილის შემდეგ მისი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე მისმა პატრონმა დაწერა: 

«გთხოვთ, ნუ დასევდიანდებით. გთხოვთ, გახსოვდეთ ის სიხარული, რომელიც Balltze-მ მსოფლიოს მოუტანა. შიბა ინუ მომღიმარი სახით გვაკავშირებდა თქვენ და მე. ის უამრავ ადამიანს დაეხმარა პანდემიის დროს და სიხარული მიანიჭა უამრავ თქვენგანს. ახლა მისი მისია შესრულებულია.  მჯერა, რომ ის ცაში თავისუფლად დარბის და უამრავი გემრიელ საჭმელს მიიღთმევს მეგობრებთან ერთად. ის ყოველთვის ჩემს გულში იქნება. იმედი მაქვს, ის კიდევ ბევრ სიამოვნებას მოუტანს ონლაინ სამყაროს». 
View this post on Instagram

A post shared by Cheems_Balltze (@balltze)

ჩიმსი კროიპტოვალუტის ინსპირაციაც გახდა. 2013 წელს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებმა, ბილი მარკუსმა და ჯეკსონ პალმერმა გადაწყვიტეს, ხუმრობის მიზნით, გადახდის სისტემა შეექმნათ. ამით ისინი კრიპტოში არსებულ მაშინდელ მდგომარეობას დასცინოდნენ. ლოგოდ ჩიმსის სახის გამოყენება გადაწყვიტეს. 

თუმცა, სატირული ხასიათის მიუხედავად, ზოგიერთმა DogeCoin საინვესტიციო პერსპექტივადაც მიიჩნია. 

DogeCoin 2013 წლის 6 დეკემბერს დაინერგა, 2023 წლის მონაცემებით მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 9 მილიარდი აშშ დოლარია. 

2023 წლის 4 აპრილს ილონ მასკმა Twitter-ის ლოგო Doge-თი შეცვალა. შედეგად, იმ მომენტისთვის კრიპტოვალუტის ფასმა აიწია. 

ილონ მასკმა Twitter-ის ლოგო Doge-თი შეცვალა
ილონ მასკმა Twitter-ის ლოგო Doge-თი შეცვალა
თემის მიხედვით
ილონ მასკმა Twitter-ის ლოგო Doge-თი შეცვალა


ასევე წაიკითხეთ
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
ნიკოლოზ მურესიძე ეკო აქტივისტი და კრიპტო ენთუზიასტია, უფრო ზუსტად — ბიტკოინ მაქსიმალისტი. მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა პრობლემურია, ბიტკოინი კი მას ცვლის და აუმჯობესებს. ნიკოლოზმა dev.ge-სთან ვრცლად ისაუბრა ფულზე, მის ციფრულ მომავალზე, არსებულ პრობლემებსა და ხედვებზე. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.