ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Stage1complete — 15 წლის ანდრია სვანიძის ბლოგი

IT სფერო მაშინ გავიცანი, როდესაც საჯარო ლექცია დავესწარი — მომხსენებელმა IT სფეროში ყველაზე წარმატებული ადამიანების ამბავი მოყვა, მათ შორის: ლარი ფეიჯის, სერგეი ბრინის, სტივ ჯობსის და ბილ გეითსის.

კომენტარის დატოვება
Stage1complete — 15 წლის ანდრია სვანიძის ბლოგი

IT სფერო მაშინ გავიცანი, როდესაც საჯარო ლექცია დავესწარი — მომხსენებელმა IT სფეროში ყველაზე წარმატებული ადამიანების ამბავი მოყვა, მათ შორის: ლარი ფეიჯის, სერგეი ბრინის, სტივ ჯობსის და ბილ გეითსის.

შემდეგ ვიფიქრე, თუ ამ ხალხმა შეძლო ამგვარი წარმატების მიღწევა რატომ არ შემიძლია მე?

წარმატება სწორი მიზნების დასახვით იწყება. მეც მიზნად დავისახე, რომ თუნდაც ერთი მარტივი ვებსაიტი შემექმნა. მალე მივხვდი, რომ ეს არც ისე მარტივი იყო, როგორც თავიდან მეგონა. 

ამიტომ, ერთ-ერთი სასწავლო ცენტრის Front End კურსზე დავრეგისტრირდი და 3 წლის განმავლობაში უამრავი რამ ვისწავლე: არა მხოლოდ ფრონტ ენდი, არამედ გრაფიკული დიზაინის პროგრამები, მათ შორის, ფოტოშოფი. 

ასევე, ვისწავლე პროგრამული ენები და კოდები როგორიცაა: Python, HTML, CSS, JavaScript და C#. მივიღე შესანიშნავი გამოცდილება, ვიყავი ჩართული უამრავ პროექტში. 

აღმოვაჩინე, რომ სწორად შერჩეული პროფესია მხოლოდ მაღალ ანაზღაურებას არ ნიშნავს — ეს არის საქმე, რომელიც ძალიან გაინტერესებს და გიყვარს. ამ ინტერსის და სიყვარულის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. 

საბოლოოდ მივხვდი, რომ მინდა, Software Developer გავხდე. 

ასევე მივხვდი, რომ სანამ რამეს თავად არ გამოცდი, რთული სათქმელია, არის თუ არა ეს ის გზა, რომელსაც გინდა, რომ გაჰყვე. ყოველთვის ახლის და მეტის ძიებაში უნდა იყო, ყოველთვის ხვალინდელ დღეზე გაცილებით წინ უნდა იყურო და არასოდეს გაჩერდე. 

ასევე დავრწმუნდი რომ, რაც დრო გავა IT ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო მეტად გახდება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. 

ახლა სწავლას UG College-ში Back end-ის მიმართულებით ვაგრძელებ.

ჩემი ბლოგოსტი მინდა სტივ ჯობსის სიტყვებით დავასრულო, რომელიც მან სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დამამთავრებელ ღონისძიებაზე წარმოთქვა — «Stay Hungry, Stay foolish».

ყველა უნივერსიტეტი საქართველოში სადაც IT ტექნოლოგიების სწავლა შეგიძლიათ
ყველა უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც IT ტექნოლოგიების სწავლა შეგიძლიათ
თემის მიხედვით
ყველა უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც IT ტექნოლოგიების სწავლა შეგიძლიათ
სასწავლო ცენტრები საქართველოში რომლებიც IT ცოდნის მიღებაში დაგეხმარებათ
სასწავლო ცენტრები საქართველოში, რომლებიც IT ცოდნის მიღებაში დაგეხმარებათ
თემის მიხედვით
სასწავლო ცენტრები საქართველოში, რომლებიც IT ცოდნის მიღებაში დაგეხმარებათ


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.