ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საქსტატი: ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი IT სფეროშია - 4 420.5 ლარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულისამსახურის განცხადებით, 2023 წლის IV კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროშია — 4 420.5 ლარი. 

კომენტარის დატოვება

საქსტატის ცნობით, ამ სფეროში ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,1%-ით გაიზარდა. 

მეორე ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება. 

საქსტატის განცხადებით, 2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. 

ასევე: 

2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა.

2023 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1 765.7 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

ნახეთ საშუალო თვიური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით 2023 წლების IV კვარტალში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია — 4 309 ლარი;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 3 110 ლარი;
  • მშენებლობა — 3 063 ლარი;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 2 921 ლარი;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება — 2 418 ლარი;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა;სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება — 2 409 ლარი
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება — 2 299 ლარი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება — 2 196 ლარი;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები — 2 064 ლარი;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება — 1 925 ლარი;
  • დამამუშავებელი მრეწველობა — 1 884 ლარი;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი — 1 873 ლარი;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები — 1 592 ლარი;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები — 1 555 ლარი;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები — 1 546;
  • სხვა სახის მომსახურება — 1 520 ლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა — 1463 ლარი;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები — 1 320 ლარი;
  • განათლება — 1157 ლარი.

რაც შეეხება სქესს — საქსტატი ამბობს, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

Galt&Taggart: 2023-ის III კვარტალში ყველაზე მაღალი ხელფასი IT სექტორში იყო
Galt&Taggart: 2023-ის III კვარტალში ყველაზე მაღალი ხელფასი IT სექტორში იყო
თემის მიხედვით
Galt&Taggart: 2023-ის III კვარტალში ყველაზე მაღალი ხელფასი IT სექტორში იყო
Galt&Taggart: 2023 წელს საქართველოში IT ექსპორტით 1.77 მლრდ ლარი შემოვიდა
Galt&Taggart: 2023 წელს საქართველოში IT ექსპორტით 1.77 მლრდ ლარი შემოვიდა
თემის მიხედვით
Galt&Taggart: 2023 წელს საქართველოში IT ექსპორტით 1.77 მლრდ ლარი შემოვიდა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.