ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
21 თებერვალი 2024, 11:51
2024-02-21
რას ეძებდნენ Google-ში 18 თებერვალს, UFC-ში ქართველების გამარჯვების დღეს
18 თებერვალს UFC-ში — შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პერსტიჟულ ორგანიზაციაში მერაბ დვალიშვილის და ილია თოფურიას ბრძოლები გაიმართა. ორივე მათგანმა გაიმარჯვა. ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მოიპოვა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა, მერაბ დვალიშვილი კი — ქამრის პრეტენდენტი.
dev.ge-მ შეამოწმა, რას ეძებდნენ აშშ-სა და ესპანეთში 18 თებერვალს — გამარჯვების დღეს.
ესპანეთში, Google-ში 18 თებერვალს ყველაზე ხშირად სწრედ ილია თოფურია მოძებნეს — 1 მილიონი სერჩი. ქართველი MMA მებრძოლი, ილია თოფურია 15 წლის ასაკიდან ესპანეთში ცხოვრობს და UFC-ში როგორც საქართველოს, ისე ესპანეთს წარმოადგენს.
თოფურიას მხარს ესპანური სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრობენ, მათ შორის, იკერ კასილასი, სერხიო რამოსი და რაფაელ ნადალი.
18 თებერვალს ესპანეთში ეძებდნენ ინფორმაციას საქართველოს შესახებაც — Google-ის თანახმად, Georgia დაისერჩა 20 ათასზე მეტჯერ.
წინა დღეს, 17 თებერვალს ესპანეთიდან 100 ათასზე მეტჯერ მოძებნეს «თოფურია ვოლკანოვსკის წინააღმდეგ — ჩხუბი ესპანეთის დროით».
რაც შეეხება აშშ-ს:
აქ 16 თებერვალს კვლავ ილია თოფურია მოძებნეს — სერჩის რაოდენობა 100 ათასზე მეტი.