ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
8 ნოემბერი 2023, 11:00
2023-11-08
ოდესღაც $47-მილიარდიანი კომპანია WeWork გაკოტრებულია
საერთო სამუშაო სივრცეების ამერიკული კომპანია WeWork, რომლის ღირებულებაც ოდესღაც $47 მილიარდი იყო, გაკოტრებულია. შესაბამისი სტატუსის მოთხოვნით კომპანიამ სასამართლოს მიმართა. ეს WeWork-ს ვალების რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება.
გაკოტრება აისახება კომპანიაზე აშშ-სა და კანადაში. საერთო სამუშაო სივცეები ფუნქციონირებას აგრძელებს დიდ ბრიტანეთში.
კომპანია WeWork 2010 წელს ებრაელმა ანტრეპრენერმა, ადამ ნიუმანმა დააფუძნა. ბიზნესმოდელი გულისხმობს საერთო სივრცეების გაქირავებას ინდივიდუალურ პირებსა და კომპანიებზე. WeWork-მა სახელი გაითქვა უფასო ალკოჰოლის სერვისით, ისევე, როგორც ნათელი და განსხვავებული ინტერიერით.
საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნამ პიკს 2019 წელს მიაღწია. მაშინ ნიუმანმა სცადა, ფული კომპანიის აქციების გაყიდვით მოეზიდა. თუმცა, საბოლოოდ, მისი რეპუტაცია დაზიანდა, რასაც კომპანიიდან დამფუძნებლის გაშვება მოჰყვა.
ამ ყველაფერს მალევე მოჰყვა კორონავირუსის პანდემია და ოფისების დახურვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით — ადამიანები სახლებიდან მუშაობაზე გადავიდნენ.
2023 წლის პირველ 6 თვეში WeWork-მა $1 მილიარდზე მეტი დაკარგა. ახლა კომპანია ცდილობს, გაყიდოს ბიზნესის ნაწილები, დახუროს სივრცეები ზოგიერთ ადგილას ან ხელახლა მოილაპარაკოს გრძელვადიანი იჯარის პირობებზე.