NFT-ები მილიონები ღირდა, ახლა კი ციფრული საკოლექციო ნივთების 95% უსარგებლოა
2 წლის წინ NFT-ის ბუმი იყო, ახლა კი მათი უმეტესობა უსარგებლოა.
2 წლის წინ NFT-ის ბუმი იყო, ახლა კი მათი უმეტესობა უსარგებლოა.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 73000-ზე მეტი NFT კოლექციიდან 95%-ს 0 ETH საბაზრო კაპიტალი აქვს. საუკეთესო კოლექციებიდან NFT-ის ყველაზე მაღალი ფასი ახლა $5-$100-ია.
უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, ამ კითხვაზე პასუხი არის,«დიახ».
dappGambl-მა აჩვენა, რომ შეუცვლელი ტოკენების 95% პრაქტიკულად უსარგებლოა. NFT Scan-ისა და CoinMarketCap-ის მიერ მოწოდებულ მონაცემების თანახმად:
73,257 NFT კოლექციიდან, 69,795 მათგანს ნულოვანი ether საბაზრო კაპიტალი აქვს.
მათივე შეფასებით, ამ უსარგებლო რამეს თითქმის 23 მილიონი ადამიანი ფლობს.
«ციფრული ხელოვნების ნიმუშების გაყიდვების ფონზე, რომელთა რიცხვიც გასაოცრად მაღალი იყო, ადვილია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ბაზარი ხარვეზებითა და პოტენციური ზარალითაა სავსე». — აცხადებენ მკვლევარები.
NFT ხელოვანების და/ან კოლექციონირების ციფრული წარმოდგენებია, რომლებიც დაკავშირებულია ბლოკჩეინთან და თითოეულ მათგანს უნიკალური ხელმოწერა აქვს, რომლის დუბლირებაც შეუძლებელია. 2021 და 2022 წლებში NFT ბაზარმა უზარმაზარი ზრდა განიცადა და ყოველთვიურმა სავაჭრო ბრუნვამ $2.8 მილიარდი შეადგინა.
იმ პერიოდში პოპულარული კოლექციები, როგორიცაა Bored Apes და Cryptopunks მილიონობით დოლარად იყიდებოდა. ცნობილი სახეები, როგორიცაა სტეფენ კარი და სნუპ დოგი ამ ყველაფერში აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ყვეალფერში. NFT-ის ბუმი დაემთხვა კრიპტოვალუტის პიკს, როდესაც ბიტკოინის ფასმა $70,000-მდე აიწია.
მაგრამ ამჟამად, ყველა NFT კოლექციების 79% გაუყიდავი რჩება და ბაზარზე არაფერი ხდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ისევ პოპულარული გახდეს.
დაბალი ღირებულების და ნაკლებად მნიშვნელოვანი პროექტების გაფილტვრასაც კი დღეს მცირე მნიშვნელობა აქვს. საბაზრო კაპიტალის მიხედვით ტოპ 8850 კოლექციიდან 18% უსარგებლოა, ხოლო 41%-ის ფასი 5-100$-ია. მხოლოდ 1%-ზე ნაკლებს აქვს ფასი 6000 დოლარზე მეტი.
«ნათელია, რომ NFT ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი სპეკულაციური და იმედისმომცემი ფასების სტრატეგიებით ხასიათდება, რომელიც ვაჭრობის ისტორიისგან ძალიან შორს არის», — განაცხადეს მკვლევრებმა. — «გარდა ამისა, ჩამოთვლილ ფასებსა და რეალურ გაყიდვებს შორის ეს აშკარა ვარდნა შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ბევრი გამყიდველი NFT-ის ინტერესების კიდევ ერთ მასიურ ზრდას ელოდება, რომელიც 2021 წელს დაფიქსირდა, მაგრამ მსგავსი რამ შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს».