ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მონაცემთა ცენტრებმა Big Tech მსხვილ მხარჯველებად აქცია

აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნურ ინტელექტზე დიდ ფსონს დებენ.

კომენტარის დატოვება
მონაცემთა ცენტრებმა Big Tech მსხვილ მხარჯველებად აქცია

აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნურ ინტელექტზე დიდ ფსონს დებენ.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გარშემო შექმნილი მღელვარება ნიშნავს, რომ პოსტ-პანდემიური ხარჯების შემცირების პროგრამებმა ადგილი ინვესტორების მიერ ნებადართული ხარჯვის გეგმებს დაუთმო. წლის დასაწყისში Meta-მ ინდიანაში 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულიების მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დააანონსა.

Alphabet ინდიანაში მონაცემთა ცენტრის კამპუსის შესაქმნელად და ვირჯინიაში შესაძლებლობების გასაფართოებლად 3 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს.

Microsoft გეგმავს, ვისკონსინში 3,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჰაბი შექმნას.

Amazon-ის მრავალმილიარდიანი გეგმები გერმანიასა და სინგაპურს უკავშირდება. გამიზნულია, რომ მონაცემთა ცენტრებმა ღრუბლოვანი გამოთვლისა და AI სერვისების გარშემო იმოქმედონ.

შედეგი კაპიტალური ხარჯების ზრდაა, მისი დიდი ნაწილი ქარხნების, ძირითადი საშუალებებისა და აღჭურვილობისკენ არის მიმართული.

2019 და 2023 წლებს შორის Meta-სა და Microsoft-ის მთლიანი PPE გაორმაგდა, ხოლო Amazon-ისა და Alphabet-ის PPE გაორმაგებასთან ახლოს იყო.

Apple-ის PPE ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. კომპანიას  გენერაციული AI სტრატეგია ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია და შესაბამისად ისჯება. შესაძლებელია, ხარჯები გაიზარდოს, როდესაც Apple მომხმარებლებისთვის AI სერვისების გამოშვებას აირჩევს.

მონაცემთა ცენტრების, რომლებიც ზომაში შეიძლება რამდენიმე საფეხბურთო მოედნის ტოლი იყოს, მშენებლობა და შენარჩუნება ძვირი ჯდება.

McKinsey-ის თანახმად, აშშ-ის მონაცემთა ცენტრებისთვის ენერგიის მოხმარება 2022-დან 2030 წლამდე გაორმაგდება. აპარატურა დროთა განმავლობაში უნდა შეიცვალოს და განახლდეს.

Alphabet ვარაუდობს, რომ წლიური ინვესტიციების რაოდენობა წელს შეიძლება $50 მილიარდი იყოს. მსგავსად ფიქრობთ, Microsoft-იც. ორივე შემთხვევაში, ეს დაახლოებით 50%-იანი ზრდა იქნება.

Amazon-მა, რომელმაც გასულ წელს ხარჯები შეამცირა, ამბობს, რომ 14 მილიარდი აშშ დოლარის CapEx პირველი კვარტლისთვის შეიძლება წლის დასაწყისში იყოს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წლიური კაპიტალი შეიძლება მინიმუმ მეათედით გაიზარდოს, თუმცა ის პანდემიის ეპოქის მაქსიმუმებს ჯერ არ დაბრუნებია.

ამ დროისთვის, მოგების მარჟა შენარჩუნებულია. გასულ წელს, მაგალითად, Alphabet-მა და Meta-მ თავიანთი სერვერების სავარაუდო ხანგრძლივობა ექვს წლამდე გაზარდეს.

კომპანიებს AI სერვისების შემოსავლები სჭირდებათ და არა ხარჯების დაზოგვა, რათა მონაცემთა ცენტრის ბუმი გაზარდონ.

დავოსში მიღწეული შეთანხმებით ბერლინსა და კიევში GovTech ცენტრები გაიხსნება
დავოსში მიღწეული შეთანხმებით, ბერლინსა და კიევში GovTech ცენტრები გაიხსნება
თემის მიხედვით
დავოსში მიღწეული შეთანხმებით, ბერლინსა და კიევში GovTech ცენტრები გაიხსნება
Microsoft AI-სა და მონაცემთა ცენტრების გაძლიერებისთვის ბირთვული ენერგეტიკის ექსპერტს ეძებს
Microsoft AI-სა და მონაცემთა ცენტრების გაძლიერებისთვის ბირთვული ენერგეტიკის ექსპერტს ეძებს
თემის მიხედვით
Microsoft AI-სა და მონაცემთა ცენტრების გაძლიერებისთვის ბირთვული ენერგეტიკის ექსპერტს ეძებს


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.