ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნინი ვანიშვილიმსოფლიო
25 იანვარი 2023, 13:04
2023-01-25
მიტოვებული მაღაროები - პლანეტის ენერგიით უზრუნველყოფის ახალი გზა
გრავიტაციული ბატარეები პოტენციური საშუალებაა ჭარბი განახლებადი ენერგიის შესანახად, მაგრამ რთულია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც მათ განათავსებენ. მკვლევრები ფიქრობენ, რომ შეიძლება, მიტოვებული მაღაროები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამისთვის კარგი ადგილი იყოს.
გამოყენებითი სისტემების ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის (IIASA) კვლევაში ნავარაუდევია, რომ მიტოვებული მაღაროები, შეიძლება, გრავიტაციული ბატარეების მუშაობისთვის გადაკეთდეს. ამან შეიძლება უზრუნველყოს მთელი პლანეტის მიერ ამჟამად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის გამომუშავება.
გრავიტაციული ბატარეები ცდილობენ, განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადაჭრან, როგორიცაა ქარის და მზის ზედმეტი ენერგიის შენახვა. მზის სხივები და ქარი, ხშირად, უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ, ვიდრე ქსელს შეუძლია დაუყოვნებლივ გამოიყენოს, ამიტომ ენერგოკომპანიებმა დარჩენილი ენერგია, როგორც წესი, ბატარეებში უნდა შეინახონ.
IIASA-ს ექსპერიმენტის მსგავსი მეთოდები დამატებით ენერგიას მძიმე საგნების ასაწევად იყენებს. როდესაც ენერგია კვლავ საჭიროა, წონა ეცემა, რაც ტურბინას ატრიალებს და კინეტიკურ ენერგიას გრავიტაციიდან გარდაქმნის.
თეორიულად, გრავიტაციული ბატარეები ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, რასაც დიდი წონა აქვს, მაგალითად წყალი ან მყარი ობიექტები. IIASA-ს კვლევამ მიტოვებულ მაღარიებში ქვიშა დაწია და აწია, ენერგეტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, წინ და უკან ზედა და ქვედა პალატებს შორის გადაიტანა.
ბატარეები დროთა განმავლობაში თავისით ითიშება და კარგავს შენახულ ენერგიას. პროცესის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ გრავიტაციული მეთოდი ენერგიას ქვიშაში ინახავს, რაც თავისით არ გაითიშება.
IIASA მიტოვებული მაღაროების გამოყენებას გვთავაზობს, რადგან ასეთი მილიონობითაა მსოფლიოში და მათი გადაკეთება შედარებით იაფია. მაღაროთა უმეტესობის ინფრასტრუქტურა სამუშაოსთვის შესაფერისია და ელექტრო ქსელთანაც დაკავშირებულია.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ თუ საინვესტიციო ფასი იქნება 1$ — 10 კილოვატ საათში, ხოლო სიმძლავრის ღირებულება თითო კილოვატისთვის 2 000$, მაშინ შეიძლება გლობალური პოტენციალი იყოს 7-70 ტერავატი/საათში გახდეს.
საერთაშორისო ენერგეტიკული ასოციაციის მონაცემებით, გლობალური ენერგიის მოხმარება 2020 წელს შეადგენდა 24,901.4 ტერავატს საათში, რაც, დაახლოებით, დღეში 68 ტერავატ საათად იყოფა. ეს ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია.
გარდა ამისა, მიტოვებულ მაღაროებში გრავიტაციული ბატარეების დაყენებით გამოჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რომლებიც ხალხმა მაღაროთა დახურვის გამო დაკარგა.