ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ შექმნა მეთ მალენვეგმა WordPress, რომელზეც მსოფლიოს საიტების 40%-ია დაშენებული

38 წლის მეთ მალენვეგი WordPress.com-ისა და Automattic-ის დამფუძნებელია. ინტერნეტში არსებული ვებსაიტების 40% WordPress-ითაა შექმნილი. ის თავდაპირველად არაკომერციული პლატფორმა იყო ბლოგებისთვის. მეთს ისეთი პლატფორმის დაარსება სურდა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მისცემდა ბლოგის შექმნის საშუალებას. Automattic ამჟამად 7.5 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული და დაახლოებით 2000 თანამშრომელი ჰყავს მთელს მსოფლიოში. მეთი ამბობს, რომ WordPress მისი ნაწილია. «როგორც ჭამის, სუნთქვის და მუსიკის გარეშე არ შემიძლია, ასევე არ შემიძლია, არ ვიმუშავო WordPress-ზე».

კომენტარის დატოვება
როგორ შექმნა მეთ მალენვეგმა WordPress, რომელზეც მსოფლიოს საიტების 40%-ია დაშენებული

38 წლის მეთ მალენვეგი WordPress.com-ისა და Automattic-ის დამფუძნებელია. ინტერნეტში არსებული ვებსაიტების 40% WordPress-ითაა შექმნილი. ის თავდაპირველად არაკომერციული პლატფორმა იყო ბლოგებისთვის. მეთს ისეთი პლატფორმის დაარსება სურდა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მისცემდა ბლოგის შექმნის საშუალებას. Automattic ამჟამად 7.5 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული და დაახლოებით 2000 თანამშრომელი ჰყავს მთელს მსოფლიოში. მეთი ამბობს, რომ WordPress მისი ნაწილია. «როგორც ჭამის, სუნთქვის და მუსიკის გარეშე არ შემიძლია, ასევე არ შემიძლია, არ ვიმუშავო WordPress-ზე».

მეთის ბავშვობა

მეთ მალენვეგი ტექსასის შტატში, ჰიუსტონში დაიბადა და გაიზარდა. თინეიჯერობისას სურდა, მუსიკას გაჰყოლოდა. იგი სასცენო ხელოვნების უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. მამის გავლენით, მოსწონდა საქსაფონზე დაკვრა. უკრავდა სხვადასხვა იტალიურ რესტორანში და ამით ფულსაც შოულობდა. როგორც თავად ამბობს, სკოლაში ბევრი ბავშვი საოცრად უკრავდა, მას კი დიდი შრომა სჭირდებოდა, რომ ეს საქმე კარგად გამოსვლოდა.

ამიტომ, როცა მამამისმა კომპიუტერი იყიდა, მეთი მისით უფრო დაინტერესდა. თავიდან მხოლოდ ვიდეო თამაშებით ერთობოდა, შემდეგ კი სხვადასხვა ინტერნეტ საზოგადოებებში გაწევრიანდა, სადაც ერთი ინტერესის მქონე ადამიანები საუბრობდნენ.

პირველი ნაბიჯები ვებსაიტის შექმნაში

2000-იან წლებში ვებსაიტის შექმნა ახლანდელზე ბევრად უფრო რთული იყო. მეთმა ეს სკოლაში სწავლის დროს წიგნების დახმარებით და შეცდომებზე სწავლით მოახერხა. მეთის ბავშვობაში ბევრი ვებსაიტი იყო, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას აქვეყნებდა, მათ შორის, GeoCities, Dreamweaver, FrontPage და სხვა. ხშირად, მეთი უბრალოდ ყველა ღილაკს აწვებოდა და ელოდებოდა, რა მოხდებოდა. სწორედ ასე გაეცნო პროგრმაულ უზურნველყოფას.

WordPress-ის შექმნა

როცა მეთ მალენვეგი კოდირებას სწავლობდა ღია კოდის ბლოგინგ პლათფორმაში, b2 cafelog-ში ჩაერთო. მან პლათფორმის დამფუძნებელს კოდის ცვლილებები შესთავაზა, რაც b2-ის წამყვან დეველოპერს მოეწონა. მეთის მიერ შექმნილი კოდი მოგვიანებით ოფიციალური გამოშვების ნაწილი გახდა. შემდეგში ყველა, ვინც აახლებდა პროგრამულ უზრუნველყოფას, მეთის კოდს იყენებდა. 

როგორც თავად ამბობს, ის ფაქტი, რომ არსებობდა ათასი ვებსაიტი, რომელიც მისი დაწერილი კოდით მუშაობდა, ძალიან ამაღელვებელი იყო. 2002 წელს b2-ის წამყვანმა დეველოპერმა, მიტჩელმა სამსახური დატოვა, b2-მა კი მომხმარებლებისთვის პლატსფორმაზე კოდის ცვლილების უფლება შეუჩერა. 

ამის გამო ხალხმა b2-ის გამოყენება შეწყვიტა. 

მეთი აგრძელებდა ბლოგის წერას და ჰყვებოდა b2-ზე. მან დაწერა პოსტი სათაურით «პროგრამული უზრუნევლყოფის დილემა». 

მეთმა აღნიშნა, რომ პლათფორმის შექმნა სურდა, რომლის გამოყენებასაც ყველა შეძლებდა. იგი უნდა ყოფილიყო მარტივი. ადამიანი პლანეტიდანაც რომ გამქრალიყო, მისი შექმნილი კოდი სამუდამოდ დარჩებოდა და მისი გამოყენების საშუალება სხვებსაც ექნებოდათ. 

ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მეთს მაიკ ლიტლი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მზად იყო ასეთი პლათფორმის შესაქმნელად. ასე გაიცნეს ერთმანეთი WordPress-ის დამფუძნებლებმა.

საიტს სახელი მარტივად დაერქვა. მეთი სხვა ბლოგერებს ხშირად ხვდებოდა კაფეებში და როდესაც სხვებს იდეა გაუზიარა, ერთ-ერთმა მათგანმა მოიფიქრა სახელი WordPress. ოფიციალურად საიტი 2003 წლის მაისში ჩაეშვა. მალევე ასობით ადამიანმა ყოველდღიურად დაიწყო მისი გამოყენება. მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა უფრო დიდი სერვერი. მაშინ ამაზონის ვებ სერვისები არ არსებობდა. მეთმა და მაიკმა იქირავეს სერვერი, რომლისთვისაც თვეში 425 დოლარს იხდიდნენ. ამ თანხის გადასახდელად მეთი კომპიუტერებსა და ვებსაიტებს აწყობდა, ზოგჯერ კი საქსაფონის დაკვრითაც შოულობდა ფულს.

Automattic-ის შექმნა

მეტ მალენვეგმა ბევრი მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტისგან, მათ შორის, Yahoo-სა და CNet-ისგან მიიღო სამსახურის შემოთავაზება. CNet ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ მედიაა. მათ მეთს 90 ათასი აშშ დოლარი შესთავაზეს. მაშინ მისი შემოსავალი დაახლოებით თვეში 1000 დოლარს შეადგენდა. 

მეთი ამ შემოთავაზებას დათანხმდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, შეენარჩუნებინა კოდის ინტელექტუალური საკუთრება, რისი საშუალებაც CNet-მა მისცა. 

სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მათთან მუშაობას დათანხმდა. 

CNet-ში პროგრამის მენეჯერი იყო. მეთმა CNet-ის მაშინდელ უფროსს შესთავაზა ახალი იდეა — მისი აზრით, WordPress.org-ის გამოყენება რთული იყო. მეთს სურდა, ეს პროცესი გაეადვილებინა და მხოლოდ რამდენიმე ღილაკზე დაჭერით ყველას შესძლებოდა ბლოგის შექმნა. 

CNet-ში ეს იდეა არ მოეწონათ. მაგრამ მეთმა მაინც დააარსა კომპანია, სახელად Automattic და რამდენიმე თანამშრომელიც აიყვანა. იდეა იყო, შეექმათ კომერციული სუბიექტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ WordPress-ის მარტივად გამოყენებას. ამას გამოიყენებდნენ ადამიანები, რომელბსაც სურდათ ბლოგის შექმნა, მაგრამ არ იცოდნენ კოდირება. მეთი Automattic-ის მუშაობისთვის მთლიანად საკუთარ ფულს იყენებდა. როგორც თავად ამბობს, მაშინ ძალიან ბევრი აიღო საკუთარ თავზე. მალევე Automattic-ის სპონსორი გამოუჩნდა, რომელიც მას სპამ შეტყობინებების გაგზავნაში დაეხმარა. როცა  ეს ამბავი Google-მა შეიტყო, WordPress მათი საძიებო ველიდან ამოიღო. მეთმა მალევე გამოასწორა კოდი და საჯაროდ ბოდიში მოიხადა. ამის შემდეგ WordPress დადბრუნდა Google-ის საძიებო სისტემაში.

მეთმა დატოვა CNet, რათა Automattic-ზე ფოკუსირებულიყო. პირველ კომერციულ პროდუქტს, რომელიც მან შექმნა, Akismet ერქვა, მისი დის საპატივცემულოდ. Akismet სპამის საწინააღმდეგო პროგრამაა. 

მეთი თავად ცდილობდა, WordPress ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო. ის უამრავ ბლოგს კითხულობდა და თუ ვინმე უკმაყოფილიყო საიტის მუშაობით, WordPress-ს სთავაზობდა. ამავდროულად, ყველა ვებსაიტზე, რომელიც WordPress-ით მუშაობს, ეს ინფორმაცია ეწერა.

დასაწყისში Automattic-ს ოცამდე თანამშრომელი ჰყავდა. 2007 წელს მეთი კომპანიის ნახევარზე მეტს ფლობდა. სწორედ ამ დროს კომპანიის 200 მილიონ დოლარად გაყიდვა შესთავაზეს. 23 წლის ასაკში მეთს შეეძლო, 100 მილიონი დოლარი გამოემუშავებინა. იგი ფიქრობდა, სჭირდებოდა თუ არა ასეთ პატარა ასაკში პენსიაზე გასვლა. მისთვის ეს იდეა მოსაწყენი იყო. როცა ოჯახის წევრებს ჰკითხა, რა იყო მათი ოცნებები მიხვდა, რომ ამ ყველაფრის შესრულებისთვის მხოლოდ 5 მილიონი სჭირდებოდა. სად წაიღებდა დანარჩენ ფულს? ის, რაც მეთს მაშინ სურდა — ყოველდღე კოდირება, ახალი ადამიანების გაცნობდა და იმ ხალხთან ერთად მუშაობა იყო, რომელთაც ეს საქმე უყვარდათ. მეთმა მიიღო გადაწყვეტილება, არ აგეყიდა კომპანია ასეთ პატარა ასაკში.

2009 წელს WordPress-ს ჰქონდა 10 მილიონი ჩამოტვირთვა. მას დაემატა მთელი ვებსაიტის მართვის ფუნქცია, რაც მომავალში WordPress-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. დროთა განმავლობაში Automattic-მა შეიძინა კომპანიები, როგორიცაა WooCommerce, Tumblr, Simplenote და სხვა. 

15 აპლიკაცია რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ
15 აპლიკაცია, რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ
თემის მიხედვით
15 აპლიკაცია, რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.