ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

TMZ: Lil Tay-ის ოჯახი ამბობს, რომ რეპერი ცოცხალია, მისი Instagram გვერდი კი გატეხეს

Lil Tay შესაძლოა, ცოცხალი იყოს. სოციალური მედიის ვარსკვლავი და რეპერი ყველას  გარდაცვლილი ეგონა მას შემდეგ, რაც ინსტაგრამზე მისი და მისი ძმის, ჯეისონის გარდაცვალების შესახებ განცადება გავრცელდა. დღევანდელი მოცემულობით, ეს ყველაფერი შეიძლება, სიცრუე იყოს.

კომენტარის დატოვება

TMZ წერს, რომ მათ ლილ ტეიმ განცხადება გაუგზავნა, რომელიც და მიუთუთა, რომ მისი  ექაუნთი გატეხილი იყო:

«ჩემი ინსტაგრამის ექაუნთი გატეხილი იყო და საზარელ დეზინფორმაციას და ჭორებს ავრცელებდნენ ჩემს შესახებ, იმ დონემდე, რომ ჩემი სახელიც არასწორი იყო»,  «ჩემი იურიდიული სახელია Tay Tian და არა «Claire  Hope».

პატარა ვარსკვლავი ამბობს: «მინდა განვმარტო, რომ მე და ჩემი ძმა უსაფრთხოდ და ცოცხლები ვართ. ეს იყო ძალიან მძიმე და რთული 24 საათი». 

Რამდენიმე დღის წინ Instagram-ზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ 14 წლის ინფლუენსერი და მისი ძმა ჯეისონ ტიანი დაიღუპნენ, მათი გარდაცვალების გარემოებებზე — გამოძიება მიმდინარეობდა. 

«დამძიმებული გულით ვიზიარებთ ჩვენი საყვარელი კლერის უეცარი და ტრაგიკული გარდაცვალების შემზარავ ამბავს», — ნათქვამია ახლა უკვე წაშლილ განცხადებაში. 

«ამ უდიდესი მწუხარების დროს, ჩვენ გთხოვთ კონფიდენციალურობის დაცვას, რადგან ვწუხვართ ამ დიდი დანაკარგის გამო, კლერისა და მისი ძმის გარდაცვალების გარემოებები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია», — ეწერა განცხადებაში.

ET-ისთვის მიცემულ განცხადებაში Lil Tay-ის მენეჯერმა ჰარი ცანგმა თქვა: «ამჟამინდელი გარემოებების სირთულის გათვალისწინებით, მე ვარ ისეთ წერტილში, სადაც არ შემიძლია საბოლოოდ დავადასტურო ან უარვყო ოჯახის მიერ გაცემული განცხადების კანონიერება». 

გავრცელებული ცნობებით 14 წლის ინტერნეტ ვარსკვლავი Lil Tay გარდაიცვალა
გავრცელებული ცნობებით, 14 წლის ინტერნეტ ვარსკვლავი, Lil Tay გარდაიცვალა
თემის მიხედვით
გავრცელებული ცნობებით, 14 წლის ინტერნეტ ვარსკვლავი, Lil Tay გარდაიცვალა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.