ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გავრცელებული ცნობებით, 14 წლის ინტერნეტ ვარსკვლავი, Lil Tay გარდაიცვალა

გავრცელებული ცნობით, ინტერნეტ-ვარსკვლავი, 14 წლის  Lil Tay მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილია მისი ძმაც. 

კომენტარის დატოვება
გავრცელებული ცნობებით, 14 წლის ინტერნეტ ვარსკვლავი, Lil Tay გარდაიცვალა

გავრცელებული ცნობით, ინტერნეტ-ვარსკვლავი, 14 წლის  Lil Tay მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილია მისი ძმაც. 

რეპერისა და ინფლუენსერის «უეცარი და ტრაგიკული» გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მის ინსტაგრამზე გამოქვეყნდა. 

თუ როგორ გარდაიცვალა Lil Tay, რეალური სახელით კლერ ჰოუფი, უცნობია. 

«ვიზიარებთ ჩვენი საყვარელი კლერის უეცარი და ტრაგიკული გარდაცვალების შემზარავ ამბავს», — ნათქვამია ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. — «ჩვენ ვერ ვპოულობთ სიტყვებს აუტანელი დანაკარგია და ენით აუწერელი ტკივილის გამოსახატად. ეს ყველაფერი სრულიად მოულოდნელი იყო და ყველანი შოკში ჩაგვაგდო».

View this post on Instagram

A post shared by Lil Tay (@liltay)

ლილ თეი ცნობილი 9 წლის ასაკში გახდა. მისი ცხოვრება თავიდანვე განხილვის საგანია.

TMZ წერს, რომ მშობლები 2020 წელს მეურვეობის მოპოვებისთვის იბრძოდნენ, რათა კლერსა და მისი კარიერზე მეტი კონტროლი ჰქონოდათ. 

ორივე მშობელი ერთმანეთს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდა. 

უცნობია, როდის გარდაიცვალა ლილ თეის ძმა ჯეიოსნი. უცნობია მისი სიკვდილის გარემოებებიც. ჯეისონი Lil Tay-ის მთავარი დამხმარე და გულშემატკივარი იყო.

«მისი ძმის გარდაცვალება კიდევ უფრო წარმოუდგენელ ტკივილს მატებს ჩვენს მდგომარეობს». — ნათქვამია Instagram განცხადებაში.

Lil Tay-ის და მისი ძმის გარდაცვალება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანვს ტოვებს. ოჯახი პასუხს თავს არიდებს.



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.