ქართული STORI AI Product Hunt-ის სტარტაპ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
ქართული STORI AI Product Hunt-ის სტარტაპ კონკურსის, Golden Kitty Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია კატეგორიაში მარკეტინგი და გაყიდვები.
ქართული STORI AI Product Hunt-ის სტარტაპ კონკურსის, Golden Kitty Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია კატეგორიაში მარკეტინგი და გაყიდვები.
კონკურსის ფინალში მარკეტინგისა და გაყიდვების კატეგორიაში სულ 12 სტარტაპი იყო წარდგენილი. STORI AI საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.
STORI AI-ს დამფუძნებელი სანდრო ოქროპირიძეა. სტარტაპი ბრენდირებული კონტენტის შექმნაში გეხმარებათ.
კონკურსის 2023 წლის საუკეთესო პროდუქტი GPT 4 გახდა.
Product Hunt, რომელიც Golden Kitty Awards-ის ორგანიზებას აკეთებს, ამერიკული პლატფორმაა. ის ყოველდღე აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა პროდუქტის შესახებ. Product Hunt-ზე შეგიძლიათ, გაეცნოთ და გააზიაროთ ინფორმაცია უახლესი მობილური აპლიკაციების, ვებსაიტების, ტექნიკისა და ტექნოლოგიური შემოქმედების შესახებ. პლატფორმა 2013 წელს შეიქმნა.