ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ქართული CityPay.io და Binance პარტნიორები გახდნენ

საქართველო კრიპტო რუკაზე აქტიურად გამოჩნდა. მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტო ბირჟა Binance და ქართული პლატფორმა, CityPay.io, რომელიც ბიზნესს გადახდების მიღებას კრიპტოვალუტით სთავაზობს, პარტნიორები გახდნენ.

კომენტარის დატოვება

Binance-სა დაCityPay.io-ს პარტნიორობის შედეგად ყოველდღიური პროდუქტების შეძენა კრიპტოვალუტით, BinancePay-ის დახმარებით შეგეძლებათ.

სიახლე საშუალებას მოგცემთ, კრიპტოვალუტით 600-ზე მეტ ობიექტში, მათ შორის რესტორნებში, სასტუმროებში, სუპერმარკეტებში უფრო მარტივად გადაიხადოთ.

CityPay ქართული სტარტაპია, რომელიც გადასახადების მიღების მარტივ შესაძლებლობას იძლევა და ბიზნესებს მომხმარებლების გადახდის მიღების არხის შექმნას სთავაზობს, სადაც გადახდა მომხმარებლის საფულიდან ტრანზაქციით ან უნიკალური QR კოდის სკანირებით არის შესაძლებელი.

საქართველო კრიპტო რუკაზე თავის დამკვიდრებას ცდილობს. რამდენიმე თვის წინ TBC-იმ Binance-სთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. 

მემორანდუმის მიხედვით, Binance და TBC დაინტერესებულები არიან საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებითა და გრძელვადიანი თანამშრომლობით.

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე საქართველოში ოფისის გახსნა დააანონსა და აღნიშნა, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რადგან ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, რაც ნეიტრალურია და ბიზნესისთვის ხელსაყრელია.

ასევე წაიკითხეთ
ამერიკული კრიპტო ბანკი Silvergate ჩამოიშალა

FTX-ის ყოფილ CEO-ს, სემ ბანკმენ-ფრიდს ოთხი ახალი ბრალდება წარუდგინეს

Tesla-ს ბიტკოინის მფლობელებმა გასულ წელს $140 მილიონით იზარალეს

კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.