ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

GITA და Binance Charity იწყებს მიღებას ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, Binance Charity-ის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანია Binance-თან ერთად დაიწყო აპლიკაციების მიღება“ბლოკჩეინის თაობის» საგანმანათლებლო პროგრამაზე.   

კომენტარის დატოვება

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის განვითარებასა და ციფრულ ეკონომიკაში მათ მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფოკუსი გაკეთებულია ქალების როლის გაძლიერებაზე Web3 მიმართულებით. 

2023 წლის მარტში, Binance Charity-მ განახორციელა 100,000 აშშ დოლარის ოდენობის დონაცია საქართველოს Web3 საზოგადოების განვითარებისთვის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაატარებს ტრენინგების სერიას.   

Blockchain Generation პროექტის ფარგლებში, Binance Charity, ინოვაციების სააგენტოს დახმარებით, დაუპარტნიორდა ამერიკაში დაფუძნებულ საერთაშორისო კომპანია New Horizons Bulgaria-ს, რომელიც აღსრულების ნაწილში ჩაერთვება და განახორციელებს ტრენინგებს  საქართველოს 180 მოქალაქისთვის 3 მიმართულებით — ბლოკჩეინის და ბიტკოინის შესავლები,  ბლოკჩეინ დეველოპმენტი და კრიპტოვალუტის საფუძვლები.

კურსები სრულად ფინანსდება Binance Charity-ის მიერ და  უფასოა მონაწილეებიდთვის.

ტრენინგები დაიწყება 2023 წლის ივნისში და ნოემბრამდე გაგრძელდება. სასაუბრო ენა იქნება ინგლისური. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მოთხოვნებთან შესაბამისობა, ცოდნა და მოტივაცია.

  • რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ნახეთ აქ 👈

აპლიკაციების შეფასებები განხორციელდება რეიტინგის მინიჭების გზით, რომელიც დაფუძნებულია ცოდნისა და მოტივაციის ერთობლიობის საფუძველზე.

ასევე წაიკითხეთ
GITA-მ სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისთვის 25 000-ლარიანი პროგრამა გამოაცხადა
GITA-მ სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისთვის 25 000-ლარიანი პროგრამა გამოაცხადა
GITA-მ სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისთვის 25 000-ლარიანი პროგრამა გამოაცხადა
ვინ მიიღო GITA-ს 25000 ლარიანი გრანტები იმერეთში, გურიასა და აჭარაში 
ვინ მიიღო GITA-ს 25000 ლარიანი გრანტები იმერეთში, გურიასა და აჭარაში 
ვინ მიიღო GITA-ს 25000 ლარიანი გრანტები იმერეთში, გურიასა და აჭარაში 
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს. ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. 
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.