ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

FBI-ს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ძებნილი ჰაკერი რუსეთში რჩება

2023 წლის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ ბრალი წარუდგინა რუს ჰაკერს, მიხაილ მატვეევს, რომელიც ასევე ცნობილია ონლაინ გვარებით «ვაზავაკა» და «ბორისელცინი». მატვეევმა ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი კიბერ-თავდასხმები განახორციელა.

კომენტარის დატოვება

FBI-იმ მასზე ძებნა გამოაცხადა და ყველაზე მოთხოვნად ძებნილ ჰაკერადაც დაასახელა. 

თუმცა, მისი დაკავება ვერ ხერხდება, ვინაიდან მატვეები რუსეთში რჩება და ფაქტობრივად, დასცინის ამერიკელ ფედერალებს. მაგალითად, სასურველი პოსტერებს მაისურზე ბეჭდავს და Twitter-ის მომხმარებლებს ეკითხება, მოსწონთ თუ არა ის. 

როდესაც TechCrunch-მა მას X-ზე მიაგნო, მატვეევმა დაადასტურა, რომ ნამდვილად ის იყო — აჩვენა მარცხენა ხელის სურათი აჩვენა, რომელზეც მხოლოდ ოთხი თითი აქვს. მატვეევმა მედიას სელფიც გაუგზავნა, სადაც კონკრეტული რეპორტიორის სახელით ფურცელი ეჭირა.

თუმცა, ინტერვიუზე თანხმობის შემდეგ მატეევმა არც ერთ დასმულ კითხვას არ უპასუხა, თუმცა, დაიწუწუნა, რომ ჰაკერი უწოდეს. 

«მე სიტყვა ჰაკერი არ მომწონს, ჩვენ ვართ ცალკეული ტიპის სპეციალისტები და ჩვენს ცოდნას ვიყენებთ». — უთხრა მან TechCrunch-ს. 

მატეევის ონლაინ ყოფნა და აქტივობები ადასტურებს, რომ რუს კიბერ კრიმინალს ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიუროს ძებნილთა სიაში ყოფნა არ აინტერესებს და ასეც გაგრძელდება, სანამ ის რუსეთშია. 

«ამინდი კარგია, კლიმატი კარგია, ყველაფერი კარგია. სანქციებიც კი მახარებს». — ამბობს მატვეევი ვიდეოში, რომელიც შემდგომში წაშალა.

Financial Times: თურქეთში რუსი ჰაკერების გამო კიბერდანაშაულების რიცხვი გაიზარდა
Financial Times: თურქეთში, რუსი ჰაკერების გამო, კიბერდანაშაულების რიცხვი გაიზარდა
თემის მიხედვით
Financial Times: თურქეთში, რუსი ჰაკერების გამო, კიბერდანაშაულების რიცხვი გაიზარდა

ასევე წაიკითხეთ
როგორ ავარიდოთ თავი QR კოდით დაჰაკვას
როგორ ავარიდოთ თავი QR კოდით დაჰაკვას
როგორ ავარიდოთ თავი QR კოდით დაჰაკვას
ვინ ეხმარება ტერორისტულ ჰამასს კიბერომში?
ვინ ეხმარება ტერორისტულ ჰამასს კიბერომში?
ვინ ეხმარება ტერორისტულ ჰამასს კიბერომში?
ცნობილი ამერიკელი ჰაკერი, კევინ მიტნიკი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა 
ცნობილი ამერიკელი ჰაკერი, კევინ მიტნიკი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა 
ცნობილი ამერიკელი ჰაკერი, კევინ მიტნიკი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა 
ჰაკერული დაჯგუფება Clop მსხვერპლების სახელებს dark web-ში აქვეყნებს
ჰაკერული დაჯგუფება Clop მსხვერპლების სახელებს dark web-ში აქვეყნებს
ჰაკერული დაჯგუფება Clop მსხვერპლების სახელებს dark web-ში აქვეყნებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.