დისტანციური მუშაობის დასასრული? — გიგანტი კომპანიები თანამშრომლებს ოფისში აბრუნებენ
მას შემდეგ, რაც COVID-19-ის შეზღუდვები შემსუბუქდა, ბევრმა კომპანიამ თავისი თანამშრომლების ოფისში დაბრუნება დაიწყო.
მას შემდეგ, რაც COVID-19-ის შეზღუდვები შემსუბუქდა, ბევრმა კომპანიამ თავისი თანამშრომლების ოფისში დაბრუნება დაიწყო.
ზოგიერთი აღმასრულებელი და ლიდერი თვლის, რომ პროდუქტიულობა იზრდება, როდესაც თანამშრომლები ოფისში ერთად აკეთებენ საქმეს, ზოგი კი იმედოვნებს, რომ პირადი თანამშრომლობის ხარისხს გაზრდის. ზოგიერთი დამსაქმებელი უკიდურესობამდე მიდის — დასწრებას თვალყურს ადევნებს ან იმუქრება, რომ გაათავისუფლებს თანამშრომლებს, რომლებიც წესებს არ დაემორჩილებიან.
პანდემიის დაწყებისას ტექნოლოგიური ინდუსტრია მოქნილ სამუშაო სტილზე მარტივად გადავიდა, რაც ისეთი პროდუქტების დამსახურებაა, როგორიცაა Slack, Gmail და Zoom.
მთავარ დამსაქმებლებს შორის, JPMorgan Chase პანდემიის დროს მიღებული ჰიბრიდულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და თანამშრომლებს ოფისში დაბრუნებას სთხოვს. ასევე Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯასიმ კორპორატიული თანამშრომლებისთვის მანდატი გასცა. Salesforce-ის ხელმძღვანელობამ ოფისში დაბრუნების პოლიტიკა შეიმუშავა. თანამშრომლებს ოფისში დაბრუნებას Zoom-იც კი აიძულებს.
გთავაზობთ მსხვილი კომპანიების სიას, რომლებიც თანამშრომლებს ოფისებში დაბრუნებას სთხოვენ.
ვიდეოკონფერენციების პლატფორმის, Zoom-ის თანამშრომლების უმეტესობა სახლიდან მუშაობდა, მაგრამ ახლა სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს უერთდება, რომლებიც თანამშრომლებს ოფისში აბრუნებენ — Zoom ოფისში 7,400 თანამშრომელს აბრუნებს.
გასულ კვირას, კომპანიამ ყველა თანამშრომელს, რომლებიც ოფისიდან 50 მილის მანძილზე ცხოვრობენ, ოფისში, ნახევარ განაკვეთზე მუშაობა სთხოვა.
ჯასიმ თებერვლის მემორანდუმში თქვა, რომ კორპორატიულ თანამშრომლებს 1 მაისიდან ოფისში კვირაში მინიმუმ სამი დღის გატარებას მოსთხოვდა. აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ის და Amazon-ის ხელმძღვანელი გუნდი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი კომპანიის კულტურას გააძლიერებს.
ამის საპასუხოდ, Amazon-ის ათასობით თანამშრომელი შეუერთდა Slack-ის არხს, რათა კომპანიის მოულოდნელი მანდატის შესახებ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Amazon თვალყურს ადევნებს და აჯარიმებს თანამშრომლებს, რომლებიც სახლიდან ძალიან ბევრს მუშაობენ.
აგვისტოში, ლიდერებმა თანამშრომლებს უთხრეს, რომ კვირაში მინიმუმ სამი დღე ოფისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება «პირადი თანამშრომლობის» აღდგენას ემსახურება. თანამშრომლებმა გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა გაუწიეს და გამოცხადებიდან მალევე პეტიცია გამოაქვეყნეს — ისინი ამტკიცებენ, რომ სახლიდან ეფექტურად მუშაობა შეუძლიათ.
Meta-მ ახალი თანამშრომებისთვის დისტანციური მუშაობის შეთავაზება შეწყვიტა. ასევე ცნობილია, რომ სექტემბრიდან ყველა თანამშრომელს კვირაში სამი დღე ოფისში მისვლა მოუწევს.
დაქირავების მენეჯერებს უთხრეს, რომ ახალი თანამშრომლები მხოლოდ ოფისში იმუშავებენ, ამიტომ ვაკანსიებში სიტყვა «დისტანციური» აღარ გამოიყენება. ეს ნაბიჯი კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ კომპანია დისტანციური მუშაობისადმი ლოიალურ მიდგომას ეტაპობრივად სცილდება.
Insider-ის მიერ მოპოვებულ მემორანდუმში, Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ იგერმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ სექტემბრიდან თანამშრომლებს, რომლებიც «ჰიბრიდულად» მუშაობენ, კვირაში ოთხი დღე ოფისებში მისვლა მოუწევთ.
ზოგიერთი თანამშრომელი ამ მანდატს ებრძვის.
მიუხედავად შექმნილი წინააღმდეგობებისა, ბევრმა კომპანიამ გააცნობიერა, რომ თანამშრომლების ერთ სივრცეში შეკრება სამუშაო პროცესის პროდუქტიულობას გაზრდის. სტენფორდის ეკონომისტი და ჰიბრიდული მუშაობის ექსპერტი, ნიკ ბლუმი ამბობს, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ოფისში დაბრუნება გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ ამ კომპანიების მიერ დახარჯულ თანხას საოფისე უძრავ ქონებაზე.
ბოლო კვლევებმა ოფისში მუშაობის გარკვეული სარგებელი დაადასტურა. ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის, აიოვას უნივერსიტეტისა და ჰარვარდის ეკონომისტების მიერ ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა აჩვენა, რომ დისტანციურმა მუშაობამ ბევრ ტექნოლოგიურ კომპანიაში უკუკავშირის რაოდენობა შეამცირა.
თუმცა, მთავარი პრობლემა თანამშრომლების წინააღმდეგობაა — 90%-ზე მეტს მოქნილობა სურს, ამიტომ დისტანციურად მუშაობას ამჯობინებს.