ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაHow To
25 ოქტომბერი 2022, 14:33
2022-10-25
დიდი ინსტრუქცია - როგორ შევქმნათ NFT უფასოდ და სად გავყიდოთ ისინი
დღეს მსოფლიოში ნამდვილი ბუმია. ვისაც არ ეზარება, ყველა NFT სურათებს აკეთებს: მხატვრები, მუსიკოსები, მსხვილი კომპანიები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. და ამაზე მილიონობით დოლარს აკეთებენ.
Dev.ge გთავაზობთ გზამკვლევს, როგორ შექმნათ NFT Binance-სა და Opensea-ზე, სად არის უფრო მარტივი 10 000 NFT-ის კოლექციის გაკეთება და როგორ შეიძლება უფასოდ ჩანაცვლება.
NFT ტოკენი შეიძლება გახდეს ნებისმიერი უნიკალური ფაილი, რომელსაც აქვს მხატვრული ღირებულება, ისტორია ან საინტერესოა კოლექციონერებისთვის. მაგალითად, რეალური ნახატის ციფრული ანალოგი ან დიჯიტალ არტი, გრაფიკა, მუსიკალური ტრეკი, ვიდეოკლიპი ან ფილმი, ლოგოტიპი და ა.შ. ასევე არის NFT-ნივთები ბლოკჩეინ თამაშებისთვის (Crypto Kitties, Decentraland).
მნიშვნელოვანია: ბოლო დროს გახშირდა თაღლითობის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები ყიდდნენ სხვების ნამუშევრებს, ლოგოტიპებს ან უბრალოდ ნახატებს ინტერნეტიდან მათი NFT-ს სახით. კოლექციონერები უფრო ყურადღებიანები გახდნენ. ამიტომაც სჯობს, ტოკენი თავიდანვე რაღაც თქვენისგან გააკეთოთ.
ტოკენის შექმნა
დღეისთვის არსებობს რამდენიმე საშუალება, როგორ შექმნათ NFT-ტოკენი. ჩვენ მოგიყვებით ყველაზე მარტივის შესახებ, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარებს ბლოკჩეინში. ამისთვის საკმარისია მომავალი ტოკენი ატვირთოთ ერთ-ერთ მარკეტპლეისზე (Opensea, Binance) და პლატფორმა თვითონ დააინტეგრირებს NFT-ს, მათი მონაცემების ბლოკჩეინის ქსელში ჩაწერით.
საკუთარი NFT-შესაქმნელად დაგჭირდებათ სამი რამ:
თვითონ ობიექტი (ნახატი, გიფი, არტი, მუსიკა, ვიდეოკლიპი და ა.შ);
ცოტა კრიპტოვალუტა ტოკენის შექმნასა და განთავსებისას საკომისიოს ასანაზღაურებლად;
სერვისები იღებენ საკომისიოს — ე.წ. gas fee-ის. gas fee იჭრება კრიპტოვალუტაში თქვენი საფულიდან, როდესაც მინტინგს აკეთებს. gas fee შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული თანხა, ისე პროცენტი ტოკენის ღირებულებიდან.
მაგრამ არსებობს საშუალებები დანახარჯების გარეშე.
როგორ შექმნათ NFT ტოკენი დანახარჯების გარეშე
Treasureland
ტოკენის გაკეთება Treasureland-ის პლატფორმაზე შეიძლება. NFT-ის შესაქმნელად არაფრის გადახდა არ არის საჭირო, თუნდაც გაყიდვისთვის — ყველა ხარჯი მყიდველს ეკისრება. საკომისიო დაგერიცხებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მომხმარებლისთვის ტოკენის უფასოდ ჩუქებას გადაწყვეტთ.
Opensea-ის მისამართი
ყველაზე ცნობილი NFT მარკეტპლეისი Opensea არ იღებეს საკომისიოს მინტინგისთვის, მაგრამ არსებობს ერთი პირობა — NFT გაყიდვისთვის არ უნდა იქმნებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ gas-ის გადახდა. მაგრამ შეგიძლიათ ერთი ხრიკი გამოიყენოთ: თქვენ ტოკენს Opensea-ზე უკვე აქვს მისამართი ბლოკჩეინში. უბრალოდ ჩააკოპირეთ გაყიდვის შესახებ განცხადებაში ნებისმიერ სხვა უფასო პლატფორმაზე.
როგორ შევქმნათ NFT კოლექცია
ყველაზე ხშირად კრიპტომხატვრები ქმნიან არა ერთ-ორ ტოკენს, არამედ ასი და ათასი ობიექტის კოლექციას. ყველაზე ცნობილი კოლექცია — CryptoPunks — შედგება 10 000 სურათისგან. თითოეული «კრიპტო პანკი» უნიკალურია და განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ცოტათი.
როგორ შევქმნათ NFT კოლექცია — მაგალითად, 100 სურათისგან ანიმეს პერსონაჟებით. არ არის აუცილებელი თითოეული ნახატის ხელით დახატვა. საჭიროა ორიგინალი და ნამზადი: რამდენიმე ფონი, ემოცია, ვარცხნილობა, აქსესუარი, თვალის ფერი (თითოეული ხუთ-ხუთი).
ყველაზე ხშირად მხატვრები კოლექციას კოდიდან აგენერირებენ: წერენ უტილიტის, რომელიც ნამზადს იღებს ფენების სახით და მზა პერსონაჟებს იძლევა.
მაგრამ თუ კოდთან «შენობით» არ ხართ, სცადეთ ნახატების გენერატორის გამოყენება — მაგალითად, სერვისი Waifu Labs, რომელიც ანიმე-პერსონაჟებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ქმნის.
სურათის შექმნა
რა თქმა უნდა, ხელოვნების ნიმუში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შემთხვევითი გამოსახულება. ამიტომაც ვხსნით, როგორ შექმნათ სურათი.
თუ პრაქტიკოსი მხატვარი ხართ, დაასკანერეთ ან გადაუღეთ ფოტო კარგ ხარისხში თქვენს გამზადებულ ნამუშევარს. შემდგომში მისგან ტოკენი გააკეთეთ. ასევე შეგიძლიათ ტოკენის მყიდველს NFT-სურათის ორიგინალის გაგზავნას დაჰპირდეთ — ეს ფასის მომატებაში დაგეხმარებათ.
2021 წელს NFT ბენქსის ნახატ «Morons-ის» ასლი 228,69 ETH-ად გაიყიდა, რის შემდეგაც ნახატის ორიგინალი დაწვეს. ამის გამო ტოკენის ღირებულება მხოლოდ გაიზარდა.
კიდევ შესაძლებელია ამ ვარიანტის გამოყენება — თავდაპირველად სურათი დაიხატოს ციფრული სახით — კომპიუტერზე ან პლანშეტით. ამის გაკეთება შეიძლება საბაზისო პროგრამა Paint-ში, ხოლო ეფექტები დაამატოთ ფოტოშოპში.
Opensea: როგორ შევქმნათ NFT
ეს არის ერთ-ერთი საინტერესო და მსხვილი პლატფორმა, სადაც განთავსებულია ტოკენები ყველა გემოვნებისთვისა და საფულისთვის. ამიტომაც, ვხსნით, როგორ შევქმნათ NFT Opensea-ზე.
როგორ შევქმნათ NFT ტოკენი: ინსტრუქცია
აირჩიეთ ობიექტი მომავალი ტოკენისთვის, მაგალითად, კატის ფოტო.
შესაძლებელია ფოტოს დამატებითი დამუშავება უფასო რედაქტორში.
მიამაგრეთ კრიპტოსაფულე Opensea-სთან. ჩვენთან ესაა უფასო Metamask. დააჭირეთ «გამოწერას».
შედით განყოფილებაში Create და ატვირთეთ ფოტო.
დაარქვით სახელი, გაწერეთ მეტამონაცემები და NFT აღწერა.
აირჩიეთ, რა რაოდენობის ტოკენი უნდა გამოვიდეს. სტანდარტულად, ეს ერთი ცალია.
სულ ბოლოში აირჩიეთ ბლოკჩეინი Ethereum და დააჭირეთ Create. მზადაა!
როგორ შევქმნათ NFT Binance-ზე
Binance დიდი კრიპტოვალუტური ბირჟაა, რომელსაც აქვს საკუთარი მარკეტპლეისი Binance NFT და ბლოკჩეინი Binance Smart Chain. ძირითადი კრიპტოვალუტები, რომლებიც აქ გამოიყენება, ეს არის ეთირიუმი და შიდა ვალუტა ბინანს კოინი (BNB).
როგორ შევქმნათ საკუთარი NFT ტოკენი Binance-ზე:
Binance-ზე ანგარიშის რეგისტრაცია და ვერიფიკაციის გავლა.
მიიღებთ სტანდარტულ კრიპტოსაფულეს, რომელიც მიბმული იქნება NFT-სთან ტრანზაქციებზე. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ ნებისმიერი სხვა საფულე Ethereum-ზე.
გადადით Featured By Binance-ის მთავარ გვერდზე და დააჭირეთ Create.
ატვირთეთ ციფრული ფაილი (გამოსახულება, აუდიო, ვიდეო და ა.შ.)
აუცილებლად დაამატეთ აღწერა (მეტამონაცემები) თქვენს NFT-ზე.
აირჩიეთ ცალკეული NFT-სა და კოლექციის შექმნას შორის.
დააჭირეთ Create. მზადაა!
Binance-ზე პირველი ათი მინტინგი უფასოა, მაგრამ შემდგომში საფულიდან ჩამოიჭრება საკომისიო 0,000001 BNB-ის ოდენობით. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე Opensea იღებს.
როგორ გავყიდოთ NFT
ნაბიჯი 1. შეიტანეთ ლისტინგში
დასაწყისისთვის, აუცილებელია ტოკენის (ან კოლექციის) ამა თუ იმ პლატფორმის ლისტინგში შეტანა. მაშინ თქვენი NFT პარკეტფლეისზე გამოჩნდება და მყიდველები მას დაინახავენ. ახალი NFT-ს ლისტინგისთვის Opensea ღირებულების 2,5%-ს იღებს, Bianance-ზე განთავსება უფასოა.
ნაბიჯი 2. განსაზღვრეთ ფასი
ბაზარს დააკვირდით — შეხედეთ, რა ღირს იმავე დონის NFT, როგორიც თქვენია, სარგებლობენ თუ არა რეკლამით და პოპულარობით კოლექციონერებში. რა თქმა უნდა, ფასის საკითხში თქვენ არავინ შეგზღუდავთ, მაგრამ შეეცადეთ რეალისტი იყოთ.
ნაბიჯი 3. დააწესეთ აუქციონი
თუ ვერ გადაწყვეტთ, მიეცით საშუალება მყიდველებს გადაწყვიტონ თქვენს ნაცვლად. აირჩიეთ ოფცია: «გაყიდვა აუქციონის გზით». შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობისა და მინიმალური ფასის ზრდის დაწესება. დასრულების შემდეგ ტოკენი წავა მასთან, ვინც ყველაზე მეტი თანხა შემოგთავაზათ.