„ბრძოლა მორდორის წინააღმდეგ: ქართული საგა" — ანონიმური პროექტი OpenSea-ზე
NFT-ების მარკეტზე OpenSea ქართული პროექტი გამოჩნდა — «ბრძოლა მორდორის წინააღმდეგ: ქართული საგა». ავტორი კონფიდენციალურად დარჩენას ამჯობინებს.
NFT-ების მარკეტზე OpenSea ქართული პროექტი გამოჩნდა — «ბრძოლა მორდორის წინააღმდეგ: ქართული საგა». ავტორი კონფიდენციალურად დარჩენას ამჯობინებს.
NFT-ების მარკეტზე OpenSea ქართული პროექტი გამოჩნდა — «ბრძოლა მორდორის წინააღმდეგ: ქართული საგა». ავტორი კონფიდენციალურად დარჩენას ამჯობინებს.
პროექტის აღწერაში მითითებულია, რომ «ქართველი ხალხი იკრიბება მორდორის წინააღმდეგ საბრძოლველად». მორდორი ჯონ ტოლკინის სამყაროში ბნელი სამეფოა — საზარელი, შიშითა და წყვდიადით სავსე ქვეყანა, რომელიც შიშის ზარს სცემდა შუახმელეთის ხალხებს.
ამასთან, პროექტის ავტორმა მონა ლიზას ნახატით წარმოადგინა მმართველი პარტიის დეპუტატების სახეები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.
«ქართულმა ოცნებამ» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი. პარლამენტში განხილვის პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელსაც ხელისუფლება სპეცრაზმს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის უპირისპირებს.
ანალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.
ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა — «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს.
მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.
«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.
კანონპროექტში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე, თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში კვლავ ახალი და მყიფეა. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა.
კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა, არსებული რისკები კიდევ უფრო გაზარდოს, ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავოს და მოხდეს ინვესტიციების გადინება.
რუსული კანონი ყველას შეეხება.
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი.