ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple Hey Siri-ის ბრძანებიდან Hey-ის ამოღებას გეგმავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple მუშაობს პროექტზე, რომელიც «Hey Siri» -ს გამოძახების ფუნქციას გაამარტივებს და მხოლოდ «Siri» -ის გამოყენებით გამოიძახებს ასისტენტს.

ერთი შეხედვით, ცვლილება დიდი არ არის, თუმცა მისი განხორციელებისთვის გარკვეული რაოდენობის ინჟინრული AI პრაქტიკების გავლაა საჭირო.

კომენტარის დატოვება

Apple ამ ცვლილებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და მის ამოქმედებას 2023-2024 წლებში აპირებს. კომპანია ცვლილებას თანამშრომლებზე ამოწმებს და საჭირო მონაცემებს აგროვებს.

პროექტის განხორციელების მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სიგნალი Siri-ის აღქმა საჭიროა სხვადასხვა აქცენტებსა და დიალექტებზე. ორი სიტყვის შემთხვევაში კი აქცენტისა და დიალექტების ამოცნობა სისტემისთვის უფრო გამარტივებული იყო.

პროექტის წარმატების შემთხვევაში, Hey Siri უფრო მეტად დაემსგავსება Amazon.com-ის Alexa-ს.

არსებობს ცნობები, რომ კომპანია Google მუშაობს Ok Google-სა და Hey Google-ის შეცვლაზე.

Hey Siri ბრძანებიდან Hey-ის გაქრობით, Apple  უფრო სწრაფად შეძლებს ერთმანეთის მიყოლებით გაცემული ბრძანებების შესრულებას. კომპანიამ ცოტა ხნის წინ განახორციელა კიდვ რამდენიმე ცვლილება Siri-ში, მათ შორის Apple TV-ის ინტერფეისის ხელახალი დიზაინი, რომელიც tvOS 16.1-ის ნაწილია.

ამ ეტაპისთვის Hey Siri ხელმისაწვდომია iPhone, iPad, Mac, Apple Watch-სა და HomePod-ზე.

ასევე წაიკითხეთ
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ნახევარგამტარები, იგივე ჩიპები თანამედროვე სამყაროს ნავთობად მიიჩნევა. დღეს სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძალა კომპიუტერულ ჩიპებზეა დაფუძნებული. პრაქტიკულად ყველაფერი — რაკეტებიდან სარეცხის მანქანებამდე, სმარტფონებიდან საფონდო ბირჟებამდე, ნახევარგამტარების დახმარებით ფუნქციონირებს. ჩიპების — სილიკონის პატარა ფრაგმენტების მნიშვნელობის გააზრებისთანავე, ნათელი ხდება, რატომ იბრძვის ორი გიგანტი სახელმწიფო, აშშ და ჩინეთი ამ სფეროში პირველობისთვის — მიწოდების ჯაჭვების კონტროლი უკონკურენტო ზესახელმწიფოს შექმნის გასაღებია.
Samsung — ყველაზე პოპულარული სმარტფონი Viber-ის ქართველ მომხმარებლებს შორის
Samsung — ყველაზე პოპულარული სმარტფონი Viber-ის ქართველ მომხმარებლებს შორის
Samsung — ყველაზე პოპულარული სმარტფონი Viber-ის ქართველ მომხმარებლებს შორის
კრაკერებმა AT&T-ის მილიონობით მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს
კრაკერებმა AT&T-ის მილიონობით მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს
კრაკერებმა AT&T-ის მილიონობით მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეს
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსურ მუზეუმში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსურ მუზეუმში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსურ მუზეუმში
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.