ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ

გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც პროკურატურა ბიძინა ივანიშვილისგან 39 მილიონამდე ლარის ოდენობის ბიტკოინის მითვისებას ედავება, ბროტანული საადვოკატო კომპანია დაიცავს. Amsterdam & Partners LLP-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბაჩიაშვილის მიმართ არსებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. 

კომენტარის დატოვება

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე წარუდგინა. ბრალდების მტკიცებით, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.

თავად გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა ბრალდება უარყო. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5-მილიონლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. 

«ჩვენს კომპანიას აქვს პრივილეგია, იმოქმედოს, როგორც გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო მრჩეველმა და ვაპირებთ, ვიმოქმედოთ აგრესიულად მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და უფლებების დასაცავად ამ აბუსრდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების წინააღმდეგ. ნათელია, რომ ამ ბრალდებებს საფუძვლად არა ფაქტობრივი გარემოებები ან სერიოზული გამოძიება, არამედ ორკესტრირებული დევნა უდევს». — აცხადებს რობერტ ამსტერდამი, კომპანია ამსტერდამ ენდ პარტნერსის დამფუძნებელი. 

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი იყო. 

საადვოკატო კომპანიის განცხადებით, ის ვენჩურული კაპიტალისტია, რომელმაც დააარსა და მხარი დაუჭირა არაერთი სტარტაპის შექმნას ფინანსურ ტექნოლოგიებში, ბლოკჩეინსა და სხვა ინოვაციურ ინდუსტრიებში. 2014 წელს ბაჩიაშვილმა დააარსა Mission Gate — ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც ინვესტირებას ახდენს გლობალურად ანგელოზ და A/B საფეხურზე მყოფ სტარტაპებში. 

წაიკითხეთ, რას ედავება პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 👇

დიდი ოდენობით კრიპტოს მითვისება — პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის დევნა დაიწყო
დიდი ოდენობით კრიპტოს მითვისება — პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის დევნა დაიწყო
თემის მიხედვით
დიდი ოდენობით კრიპტოს მითვისება — პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის დევნა დაიწყო

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.