ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

$40 მილიარდად შეფასებული WeWork შესაძლოა გაკოტრდეს

ოთხი წლის წინ WeWork ბლოკბასტერული IPO-სთვის ემზადებოდა. ახლა კომპანია გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას.

კომენტარის დატოვება
$40 მილიარდად შეფასებული  WeWork შესაძლოა გაკოტრდეს

ოთხი წლის წინ WeWork ბლოკბასტერული IPO-სთვის ემზადებოდა. ახლა კომპანია გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას.

«ჩვენი დანაკარგები და უარყოფითი ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან ბადებს არსებით ეჭვს ჩვენს შესაძლებლობებზე, რომ გავაგრძელოთ მუშაობა». — თქვა WeWork-მა SEC-ში (აშშ ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია) სამშაბათს წარდგენილ განცხადებაში.

ოდესღაც SoftBank-ის მიერ 40 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული კომპანიის არნახული ნგრევა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. მაგრამ მაინც გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ მთელ მსოფლიოში დიდი კომერციული შენობების რაოდენობას, რომლებიც კომპანიის სახელს ატარებენ.

Covid პანდემიის შემდგომმა ეკონომიკურმა ვარდნამ, WeWork მძიმედ დატოვა ვალებში და მთელი ამ დროის მანძილზე კომპანია ფულის გამომუშავებისთვის იბრძოდა. 

«თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი ოპერაციების მომგებიანობის გაუმჯობესებას, შეიძლება დაგვჭირდეს ყველა სტრატეგიული ალტერნატივის გათვალისწინება, მათ შორის, ჩვენი ვალის რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება, დამატებითი დავალიანების ან სააქციო კაპიტალის ძიება, ჩვენი ბიზნეს საქმიანობის და სტრატეგიული ინიციატივების შემცირება ან გადადება. აქტივების გაყიდვა, სხვა სტრატეგიული ტრანზაქციები, მათ შორის აშშ-ის გაკოტრების კოდექსის მიხედვით შეღავათების მიღება». — აცხადებენ კომპანიაში.

WeWork-ის აქციები მარტის შუა რიცხვებიდან $1-ზე დაბალია. მისი საბაზრო კაპიტალი კი — $500 მილიონ დოლარზე დაბალი.

კომპანიამ 2022 წელს 2.3  მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, 2023 წლის პირველ 6 თვეში კი მისმა სუფთა ზარალმა 700 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. WeWork-ს ახლა $2.91 მილიარდის გრძელვადიანი ვალი აქვს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მასაიოში სონმა თავის ინვესტიციას WeWork-ში «სულელური» უწოდა. 

ეკონომიკურმა პირობებმა თანამშრომლებს აიძულა, წასულიყვნენ, რამაც, შემოსავალი და ფულადი სახსრები შეამცირა. 

ძირითადი ფაქტორები იმისა, შეიძლება თუ არა, WeWork გადარჩეს, მოიცავს კაპიტალური ხარჯების შეზღუდვას და შემოსავლების გაზრდას.

გასულ კვირას ბორდის სამმა წევრმა ფინანსური უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა. დანიელ ჰურვიცი, რომელიც მაისიდან თავმჯდომარე იყო, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.

WeWork 2010 წელს ამერიკელმა ებრაელმა ბიზნესმენმა, ადამ ნიუმანმა ცოლთან, რებეკა ნიუმანთან და საქმიან პარტნიორთან, მიგელ მაკკელვისთან ერთად დააარსა. 

კომპანიის შექმნის, აღმასვლისა და დაცემის შესახებ 2022 წელს სერიალიც გადაირეს. მასში მთავარ როლებს ჯარედ ლეტო და ენ ჰეთევეი ასრულებენ. 

საერთო სამუშაო სივრცეები თბილისში - ვინ რას გვთავაზობს
საერთო სამუშაო სივრცეები თბილისში — ვინ რას გვთავაზობს
თემის მიხედვით
საერთო სამუშაო სივრცეები თბილისში — ვინ რას გვთავაზობს


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.