Wolt-ის კურიერები და Bolt-ის მძღოლები გაიფიცნენ - რა ხდება?
5 თებერვალს მიტანის სერვისის, Wolt-ის კურიერებმა და Bolt-ის მძღოლებმა მუშაობა შეაჩერეს და საპროტესტო აქციები გამართეს.
5 თებერვალს მიტანის სერვისის, Wolt-ის კურიერებმა და Bolt-ის მძღოლებმა მუშაობა შეაჩერეს და საპროტესტო აქციები გამართეს.
— ფოტოზე: Wolt-ის კურიერები და Bolt-ის მძღოლები
Wolt-ის კურიერები რესპუბლიკის მოედანზე 12:00 საათზე შეიკრიბნენ. მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.
ახლა ვოლტის კურიერის ანაზღაურება შემდეგნაირად ითვლება: თითო შეკვეთის მიღების ფასი 3 ლარია, ადრესატამდე მიტანის თითოეულ კილომეტრზე კი მათ 50 თეთრი ემატებათ.
კურიერები ითხოვენ, შეკვეთის აღების ფასი 3.5 ლარამდე გაიზარდოს, თითო კილომეტრის ანაზღაურება კი 70 თეთრი გახდეს.
კურიერები ამბობენ, რომ მათი კიდევ ერთი მოთხოვნა აპლიკაციის გამართვაა — მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ტარიფი დაბალია, გავლილი კილომეტრების დათვლაც არასწორად ხდება და ამის გამო იმაზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ეკუთვნით.
რესპუბლიკის მოედნიდან კურიერებმა Wolt-ის ოფისთან გადაინაცვლეს.
თუმცა, კომპანიის მენეჯმენტი მათთან შეხვედრას დღეს არ გეგმავს, ისევე, როგორც საპასუხო განცხადების გავრცელებას. Wolt-ის საქართველოს ოფისის გენერალურმა მენეჯერმა, ნატალია ხიზანიშვილმა dev.ge-ს უთხრა, რომ დღეს კვირაა, შესაბამისად, მედიაში მათი პოზიცია ხვალ, ორშაბათს გავრცელდება.
კურიერები კლასიკური გაგებით Wolt-ის თანამშრომლები არ არიან — ისინი კომპანიის პარტნიორებად მიიჩნევიან, რომლებიც, დარეგისტრირების და საკუთარი ტრანსპორტის ქონის შემთხვევაში მუშაობას შეძლებენ. მუშაობა შესაძლებელია იმ გრაფიკით, რაც კურიერებს სურთ — აპლიკაციის ჩართვის და გამორთვის შესახებ გადაწყვეტილებას ისინი თავად იღებენ.
დღეს საპროტესტო აქციაზე 250-მდე კურიერი გავიდა. მათი თქმით, პროტესტს ის ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც ადგილზე არ მისულან — მათ აპლიკაცია გამორთეს და შეკვეთების მიღებაზე უარი თქვეს.
პროტესტი, ჯერჯერობით, გრძელდება.
რამდენი კონტრაქტორი ყავს Wolt-ს, უცნობია. რიცხვები საჯარო არ არის, dev.ge-ს კითხვას არც ნატალია ხიზანიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
Wolt ფინეთში 2014 წლის ოქტომბერში დაარსდა. საქართველოში კომპანია 2018 წელს შემოვიდა. მისი გამოყენება როგორც მომხმარებლების, ისე კურიერების მიერ მობილური აპლიკაციის გზით ხდება.
14:00 საათზე თბილისში, თსუ-ის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკასთან ბოლტის მძღოლები შეიკრიბნენ. მათ Wolt-ის კურიერების ნაწილიც შეუერთდნენ.
Bolt ტაქსის კომპანიაა, რომელიც 2013 წელს ესტონეთში დაფუძნდა და იმავე წელს შემოვიდა საქართველოში.
Wolt-ის მსგავსად, Bolt-ის მძღოლებიც კომპანიის პარტნიორები არიან, რომლებიც მუშაობის დროს თავიანთ მანქანას იყენებენ.
დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მათ მოითხოვეს:
ტაქსის მძღოლმა, გიორგი ჟამურელმა აქციაზე თქვა:
მან ასევე განაცხადა, რომ კომპანიის ადმინისტრაციას 260 მძღოლის ხელმოწერილი განცხადებით მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ — ისინი უპასუხოდ დარჩნენ.
Bolt კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.