ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

IML ჟურნალისტებისთვის მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ტრენინგ-კურსს იწყებს

საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბი დამწყები და მოქმედი ჟურნალისტებისთვის  მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ტრენინგ-კურსს იწყებს. 

კომენტარის დატოვება
IML ჟურნალისტებისთვის მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ტრენინგ-კურსს იწყებს

საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბი დამწყები და მოქმედი ჟურნალისტებისთვის  მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ტრენინგ-კურსს იწყებს. 

📈 5-დღიანი ინტენსიური კურსი 25 სექტემბერს დაიწყება. კურსი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელსაც დღეს მსოფლიოს წამყვან მედიებში მონაცემთა ჟურნალისტები საბოლოო ნამუშევრის შექმნამდე გადიან. ეს არის გზა მონაცემების ანალიზიდან სტატიებისა და ვიზუალიზაციების საკუთარ ვებგვერდზე განთავსებამდე.

რას ისწავლით:

📌 რა ტიპის თემები უნდა ვეძებოთ მონაცემებში?

📌 Spreadsheets: როგორ გავაანალიზოთ მონაცემები? როგორ შევქმნათ ინტერაქტიური ვიზუალიზაციები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პლატფორმის — Flourish-ის გამოყენებით?

📌 HTML, CSS — როგორ შევქმნათ საკუთარი ვებგვერდი ჩვენი სტატიებისა და ვიზუალიზაციებისთვის და როგორ განვათავსოთ ყველასთვის ხელმისაწვდომ საჯარო პლატფორმაზე.

📌 კურსის განმავლობაში მონაწილეები ტრენერის ჩართულობით დაამუშევებენ მონაცემებს, იპოვიან საინტერესო ტრენდს, მოამზადებენ ვიზუალიზაციებს და შექმნიან საკუთარ ვებგვერდს სტატიისთვის, სადაც განათავსებენ საბოლოო ნაშრომს.

🔎 ტრენერი ხატია შამანაური კარდიფის უნივერსიტეტის კომპიუტერული და მონაცემების ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ხატიას საქართველოში სხვადასხვა ტელეკომპანიაში ჟურნალისტად და პროდიუსერად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. 2020 წელს გახდა Alfred Friendly Press Partners Fellowship-ის მონაწილე, 2021 წელს კი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის Chevening-ის პროგრამის გამარჯვებული. ამჟამად მუშაობს ფრილანსერად და თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო მედიასთან, მათ შორისაა BBC და Telegraph.

🔴 ტრენინგი ორგანიზებულია საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბის მიერ. ტრენინგი უფასოა და კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

🔗ადგილები შეზღუდულია. დასარეგისტრირებლად შეავსეთ ფორმა 👈



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.