ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Starta-ს ციფრული აქსელერაციის მომდევნო ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

starta-ს ციფრული აქსელერაციის მომდევნო ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო. 

კომენტარის დატოვება
Starta-ს ციფრული აქსელერაციის მომდევნო ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

starta-ს ციფრული აქსელერაციის მომდევნო ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო. 

starta ციფრული აქსელერაციის პროგრამაა მეწარმეთათვის, რომელიც სთავაზობს მათ საუკეთესო შესაძლებლობას — მიიღონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც დაეხმარებათ როგორც ბიზნესის სწორად მართვაში, ასევე, სამომავლო ზრდასა და განვითარებაში.

starta-ში ბენეფიციარებს იწვევენ მთელი საქართველოდან, ხოლო პრიორიტეტად მიიჩნევა შემდეგი რეგიონები: მაღალმთიანი აჭარა, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი.

თუკი ფლობთ ბიზნეს იდეას და გჯერათ, რომ მისი წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნა შესაძლებელია — მიჰყევით ბმულს, გაეცანით დეტალურ ინფორმაციას და შეავსეთ განაცხადი 👈

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა — 25 დეკემბერი

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

  • სააპლიკაციო ფორმის შევსება (მოიცავს სამოტივაციო წერილს);
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

შერჩევის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმი იქნება ბიზნეს მოდელი, რომლის შექმნასაც აპლიკანტი გეგმავს. უპირატესობა კი მიენიჭება:

  • ბიზნეს მოდელს, რომელიც ატარებს ინოვაციურობის ელემენტებს და შეუძლია სწრაფად მასშტაბირება;
  • აპლიკანტებს, რომელთაც აქვთ გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯები გადადგმული საკუთარი იდეის განსახორციელებლად.

 SMEDA starta-ს 12 ნაკადს ორგანიზებას გაუწევს USAID-ის 5 წლიანი პროგრამის «ერთიანობა მრავალფეროვნებაშია» ფარგლებში. 

პროგრამას ახორციელებს UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია, USAID/Georgia -ს ფინანსური მხარდაჭერით.



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.